ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Google search engine
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიაროგორ გადავაჩვიოთ ბავშვები ჭამის დროს ეკრანის ყურებას

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვები ჭამის დროს ეკრანის ყურებას

თანამედროვე ცხოვრება ციფრული მოწყობილობების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. სმარტფონები, პლანშეტები, კომპიუტერები, ტელევიზორები – ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

გაჯეტებთან განსაკუთრებით დიდ დროს ატარებენ ბავშვები. ჭამის პროცესში სმარტფონების მოხმარება ან ტელევიზორში ანიმაციის ყურება – ერთგვარ რიტუალადაა ქცეული.  ამ ხერხს აქტიურად მიმართავენ მშობლები – ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, პატარები საკვებს  ყველანაირი პროტესტის გარეშე მიირთმევენ.

თუმცა, როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, ეს მიდგომა არასწორია  და მას ძალიან ბევრი უარყოფითი სდევს თან.  ბავშვები იმდენად ეჩვევიან ამ ყველაფერს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი გაჯეტებისა და ტელევიზორის გარეშე მაგიდასთან დაჯდომასა და საკვების მირთმევაზე უარს ამბობენ.

ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,დღესდღეობით მოზარდების 85%-ი ჭამის დროს ციფრულ მოწყობილობებს იყენებს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ტექნოლოგიური საშუალებების ჭარბი მოხმარება  ბავშვების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც ოფთალმოლოგები ამბობენ, გაჯეტების ლურჯი გამოსხივება ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის თვალზე, რაც გამოიხატება ისეთ სიმპტომებში როგორებიცაა: თვალის სიწითლე, დაძაბულობა, მუდმივი წვის შეგრძნება. ასევე, ლურჯი გამოსხივება ხელს უშლის ძილის ჰორმონის – მელატონინის წარმოქმნას, რაც უძილობას იწვევს. უძილობა კი პირდაპირ ზემოქმედებს ბავშვის მეხსიერებასა და სწავლის უნარზე.

ასევე, როგორც ამერიკელი პედიატრი, ჯანეტ ლაზი ამბობს, ჭამის დროს ეკრანის ყურება ბავშვების კვებით ჩვევებს რადიკალურად ცვლის.
ამერიკელი პედიატრი ასეთ სიტყვებს ამბობს:

„ასეთ დროს ბავშვის მთლიანი ყურადღება ეკრანისკენაა მიპყრობილი – შედეგად, ის შიმშილისა და დანაყრების შეგრძნების ამოცნობას ვერ ახერხებს. ამან კი შეიძლება ჭარბი ან არასაკმარისი კვება გამოიწვიოს”.

2020 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  ბავშვები, რომლებიც ჭამის დროს ეკრანს უყურებენ 30-60%-ით იმაზე მეტს მიირთმევენ, ვიდრე  ეს  მათ ორგანიზმს სჭირდება.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 4 წლამდე ბავშვები, რომლებსაც მშობლები თუ აღმზრდელები 4 საათი და მეტი დროით ტოვებენ ეკრანებთან – კლასიკური აუტიზმისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ავლენენ.  ეს ნიშნავს იმას, რომ  ისინი აღარ რეაგირებენ სახელზე, თვალით კონტაქტს გაურბიან და გარე სამყაროს მიმართ ინდიფერენტულები ხდებიან.
……..
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 2 წლამდე ბავშვმა საერთოდ არ უნდა უყუროს ეკრანს..
3-5 წწ. ბავშვებს შეუძლიათ გაჯეტებთან დღეში 1 საათი გაატარონ, ხოლო 6 წლიდან ეკრანთან დროის გატარების დღიური ნორმა 2 საათია.
…………..
თუმცა, იმ  შემთხვევაში თუ ბავშვი უკვე მიჩვეულია ჭამის დროს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას – საერთაშორისო ექსპერტები მშობლებს  პრაქტიკულ და საკმაოდ კონკრეტულ რჩევებს სთავაზობენ, რომლებიც  დაეხმარებათ მოზარდებს ეკრანთან გატარებული დრო თანდათანობით შეუმცირონ ..

READ  ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები

საერთაშორისო ფსიქოლოგების თქმით – კარგი იქნება თუ პირველ ეტაპზე – ელექტრონულ მოწყობილობას  ჭამის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გამორთავთ…  შემდეგ კი ამ დროს ნელ-ნელა გაზრდით. ასე მაგალითად: შეგიძლიათ ეკრანის გათიშვის დრო ყოველ კვირას ან 2 კვირაში ერთხელ 5-5 წუთით გაზარდოთ.

მეორე  რჩევა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები გასცემენ, ასე გამოიყურება: დაუწესეთ ბავშვს გარკვეული დრო – მაგალითად, საკვების მირთმევისას ანიმაციების ყურებას მხოლოდ პირველი 10 წუთი დაუთმეთ. იმისთვის კი, რომ ბავშვმა დარჩენილი დროის სწორად აღქმა შეძლოს, გამოიყენეთ ტაიმერი.

ასევე,კარგი იქნება თუ ალტერნატივების შეთავაზებას დაიწყებთ – აი, მაგალითად, როდესაც ანიმაციის ყურების დრო ამოიწურება, შეეცადეთ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობა შესთავაზოთ, ან დაიწყოთ საუბარი მისთვის აქტუალურ თემებზე.

საერთაშორისო ექსპერტები ასევე ეყრდნობიან ე.წ. 1 საკვების მიდგომას, რომელიც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ ყოველი ჭამისას – აირჩიოთ ერთი საკვები პროდუქტი, რომლის მირთმევისასაც ბავშვი გაჯეტებს არ გამოიყენებს.

სპეციალისტების თქმით, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ისეთი საკვები შევთავაზოთ, რომელიც  მას ძალიან უყვარს.

ექსპერტები ასევე გირჩევენ – საკვების მირთმევისას გამოიყენოთ  თამაშები და დააწესოთ პრიზები. აი მაგალითად: ვინც ისე გაძლებს, რომ ჭამისას ელექტრონული მოწყობილობა არ გამოიყენოს – გამარჯვებულიც ის იქნება და პრიზსაც ის მიიღებს.

წყარო

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.