ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაროგორ დაწერა ვაჟა ფშაველამ ლექსი "დამისხი, დამალევინე"

როგორ დაწერა ვაჟა ფშაველამ ლექსი “დამისხი, დამალევინე”

ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ “დამისხი, დამალევინე…” ვაჟასია! საინტერესო მოგონებასაც მოვაყოლებ:”1886 წლის აგვისტოს ერთ დღეს, ვაჟა თბილისში ჩამოვიდა. კვირას რიყის ბაზარზე ადრე გავიდა, ნანადირევი ტყავები მიწაზე გაფინა და დარცხვენილი დადგა.

დათვის ტყავი მალე გაყიდა. მელიის 4 ტყავი ვიღაც ოფიცერმა შეიძინა. მგლის ტყავების გაყიდვა კი გაჭირდა. შუადღემდე ისიც გაყიდა. იქვე ქალის საკაბე გადააჭრევინა, ახლა წაღის ყიდვა დააპირა, მაგრამ ჯიბეში ქისა აღარ ჰქონდა. იყვირა, ბაზრის ბოქაულიც მოვიდა, მაგრამ მოპარულს ვინ დაუბრუნებდა? დარდიანი ვაჟა მუხრანის ხიდზე შეჩერდა, მტკვარს გახედა და წინა დღეს დაწერილი ლექსი გაახსენდა. ვიღაცამ ეტლი შეაჩერა და იქიდან ვაჟას მეგობარი პეტრე უმიკაშვილი გადმოვიდა. –კაცო, აქ რამ გაგაჩერა, მტკვარში ხომ არ გინდა გადახტე? – ლამის გადავხტე, მაგრამ თავი არ მემეტება. მიუგო ვაჟამ და თავისი გასაჭირი მეგობარს უამბო.პეტრემ ვაჟა ძლივს დაითანხმა, ეტლში ჩასვა და ორთაჭალაში ” გიჟ თარხანას ” ბაღში წაიყვანა. იცოდა, ვაჟას სასმელი რომ მოერეოდა, დარდი გაუქრებოდა. მართლაც რამდენიმე ჭიქის შემდეგ ვაჟა წამოდგა და ხმამაღლა დასჭექა:

” დამისხი დამალევინე,

ეს ღვინო ოხერ–ტიალი,

ეგება წაღმა ვიფიქრო

სოფლის უკუღმა ტრიალი!”

ორ წუთში ყარაჩოხელები ბოხი ხმით მღეროდნენ ვაჟას ლექსს. პოეტსაც ჯავრი გადაეყარა და გამხიარულდა. ამ დროს სუფრასთან მივიდა მაღალი ახალგაზრდა. –ბატონო ვაჟა, მე ერთი ობოლი კაცი ვარ, ერთი წიგნიც არ წამიკითხავს. დილით ბაზარში რომ დაგინახეთ, აზნაური მეგონეთ, ვიფიქრე ამას მაინც ბევრი ქონება ექნება–მეთქი და გითვალთვალებდით. თქვენი ქისა მე ჩავიდე ჯიბეში და მერე აქეთ საქეიფოდ წამოვედი.ერთი ხელით ვაჟას ქისა მიაწოდა, მეორეთი ჯამი დალია, პოეტი ადღეგრძელა და წავიდა. პეტრე უმიკაშვილი გაოცდა.ხედავ, ქურდსაც სინდისი ჰქონიაო.

“დამისხი, დამალევინე,

ეს ღვინო ოხერ-ტიალი,

ეგება წაღმა ვიფიქრო

ბედის უკუღმა ტრიალი!

ეგება გულის ვარამ

იჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.

თვალ-წინ დამიდგეს ლამაზი,

ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,

დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,

გადავერიო ზღვაშია.

თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს

სიკვდილი მიჯობს ცდაშია..

ვერ მააწონებ კარგ ყმასა,

რაც არ უჯდება ჭკვაშია!”

”ვაჟა-ფშაველა, კაცი, რომელსაც შეეძლო მდინარეში ესროლა ანკესი, დაეჭირა ორაგული, გამოეხსნა, გულზე ეკოცნა და ისევ გაეშვა” /გოდერძი ჩოხელი/ ნახატის ავტორი ზვიად მაღრაძე.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
პამუკალე: თურქეთის ცხელი წყაროები, სადაც ლეგენდის თანახმად კლეოპატრა ბანაობდა

პამუკალე: თურქეთის ცხელი წყაროები, სადაც ლეგენდის თანახმად კლეოპატრა ბანაობდა

12 February, 2025
„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში თბილისის მერია გარკვეული საჭიროებების მქონე ადამიანებს წელსაც დაეხმარება

„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში თბილისის მერია გარკვეული საჭიროებების მქონე ადამიანებს წელსაც დაეხმარება

თებერვალი 12, 2025
არც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში – კონტეს “ნაპოლიში” პრობლემები არ ელევა

არც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში – კონტეს “ნაპოლიში” პრობლემები არ ელევა

12 თებერვალი 2025
სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

თებერვალი 11, 2025
სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

თებერვალი 12, 2025
სახის ნიღაბი როგორ მოვამზადოთ საბავშვო ფაფისგან

სახის ნიღაბი როგორ მოვამზადოთ საბავშვო ფაფისგან

თებერვალი 12, 2025
17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

11 თებერვალი 2025
„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2025
2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი