ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Google search engine
მთავარისაკითხავი ისტორიებიროგორ ვუშველოთ დეპრესიას დილის რუტინით

როგორ ვუშველოთ დეპრესიას დილის რუტინით

დეპრესია ადამიანებზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში ახდენს გავლენას,მაგრამ დილა შესაძლოა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანი იბრძვის იმისთვის, რომ მოტივირებული იყოს და დილა ენერგიულად დაიწყოს, მაგრამ დეპრესიის სიმპტომებმა შეიძლება ეს გაართულოს. დილით ენერგიის ნაკლებობა ართულებს საჭირო ამოცანების შესრულებას. თუმცა, დილის თანმიმდევრული ჩვევების დაცვა, ხელს უწყობს დილით კარგი განწყობის ჩამოყალიბებას.

რატომ შეიძლება იყოს დილა დღის ყველაზე რთული მონაკვეთი დეპრესიის დროს

დილაობით ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განიცადოს ენერგიის ნაკლებობა, მაგრამ დეპრესიის დროს მეტად რთულდება ენერგიისა და მოტივაციის პოვნა. ეს სიმპტომები შეიძლება განსაკუთრებით ძლიერი იყოს დილით, ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა:

ცუდი ძილი – ძილის დარღვევა, შეიძლება იყოს დეპრესიის სიმპტომი;

ზამთრის პერიოდი – დეპრესიის მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს სეზონური ემოციური აშლილობა. მაიოს კლინიკის თანახმად, ეს ხდება მაშინ, როდესაც დეპრესია სეზონის ცვლილებიდან გამომდინარეობს. ჩვეულებრივ სიმპტომები უარესდება ზამთარში, როდესაც დღის სინათლე ნაკლებია. ზამთარში მზის შემცირებულმა შუქმა შეიძლება დაარღვიოს სხეულის ბიოლოგიური საათი და გააუარესოს დეპრესიის სიმპტომები, მათ შორის, ენერგიის ნაკლებობა

როგორ შეიძლება დილის რუტინა დაგეხმაროთ დეპრესიის მართვაში

დილის რუტინას შეიძლება ჰქონდეს უამრავი სარგებელი დეპრესიის მქონე ადამიანებისთვის. დილის რეჟიმის ჩამოყალიბება ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა დაიძაბოთ იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყოთ დღე. ხშირ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ დაგიგეგმავთ, მაშინ აუცილებელი ხდება დილით სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. გადაწყვეტილების მიღება ხშირად სტრესის მნიშვნელოვანი წყაროა დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული აშლილობების მქონე ადამიანებისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ დეპრესიამ შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანებს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარს, ხოლო დილის განრიგის წინასწარ მოფიქრება და კონტროლი დაგეხმარებათ იყოთ პროდუქტიული. თუ შეძლებთ დილით კარგად დაწყებას, ამან შეიძლება მართლაც დიდი გავლენა მოახდინოს იმ განცდაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ მთელი დღის განმავლობაში. ზოგადად, დილით განწყობას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს დანარჩენი დღის განმავლობაში.

READ  რა არის ბედი, ვინ წერს მას ჩვენთვის და რა წვლილი მიუძღვით მშობლებსა და საგვარეულოს ჩვენი ბედის პროგრამირებაში

ზოგადად, დილით განწყობას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს დანარჩენი დღის განმავლობაში.

რჩევები დილის შესაფერისი რუტინის დასაწყებად

არ არსებობს მკაცრი წესი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს დილის რუტინა – ის, რაც თქვენთვის ეფექტურია, შეიძლება განსხვავდებოდეს სხვისთვის.

დაიწყეთ დილის რუტინის ჩამოყალიბება წინა ღამით – დილისთვის მომზადება წინა ღამეს საკმარისი ძილით იწყება, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაიცავთ თქვენს ახალ რუტინას. შეეცადეთ გამორთოთ ეკრანები ძილის წინ ერთი საათით ადრე და დალიოთ ფინჯანი დამამშვიდებელი ჩაი, რაც ხელს შეწყობს უკეთ ჩაძინებას.

საწოლის გასწორება – საწოლის გასწორება არა მხოლოდ გეხმარებათ საძინებლის მოწესრიგებაში ძილის შემდეგ, არამედ გაძლევთ სრულყოფილების განცდას დილით.

მოძებნეთ თქვენთვის სასიამოვნო სურნელი – დილით სასიამოვნო სურნელის პოვნა დაგეხმარებათ კარგი განწყობის შექმნაში. Sleep Foundation-ის თანახმად, კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი სურნელი შეიძლება გამოღვიძებაშიც კი დაგეხმაროთ. ეს შეიძლება იყოს: ყავის სურნელი, რაც შეიძლება დაგეხმაროთ უფრო ფხიზლად იგრძნოთ თავი, პიტნა – პიტნის ეთერზეთის სურნელმა შეიძლება გააძლიეროს მეხსიერება, ყურადღება და სიფხიზლე.

გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები – სუნთქვის ტექნიკა, რომელიც გულისხმობს სუნთქვაზე მიზანმიმართულ ფოკუსირებას, ხელს უწყობს კონცენტრაციას და დილით სიმშვიდის განცდას.

დღე დაიწყეთ სასურველი და ჯანსაღი სასმელით – ყავა ბევრისთვის სასურველი სასმელია ენერგიაზე ეფექტის გამო. მაგრამ თუ კოფეინი ზრდის შფოთვა, არსებობს სხვა სასმელები, რომლებიც შეგიძლიათ სცადოთ დღის დასაწყებად: უკოფეინო ყავა, კაკაო, რძე, სმუზი.

აირჩიეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მოტივაციის გაზრდას.

ივარჯიშეთ – ვარჯიშს შეუძლია გუნება-განწყობის ამაღლება. დილით მსუბუქი მოძრაობაც დაგეხმარებათ ორგანიზმის გამოფხიზლებაში და ენდორფინების გამოთავისუფლებაში.

ფოკუსირდით თუნდაც მცირე მიღწევებზე – თუ მიაღწიეთ ყველაფერს, რაც დილისთვის დაგეგმეთ ეს შეგიძლიათ მიღწევად ჩათვალოთ და ეცადეთ ამ შედეგების შენარჩუნებას.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ცნობილი ყაჩაღის ერთადერთი ფოტო 2.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.