“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” – ვინ იყო “სულიკო” სინამდვილეში? – ტრაგიკული ისტორია, რომელიც ცოტამ თუ იცის

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბევრ თქვენგანს აკაკი წერეთლის ამ ცნობილი სტროფების გაგონებისას, ალბათ, უკვდავი და ყველასთვის საყვარელი მუსიკის ჰანგებიც ჩაესმის ყურში. საყვარლის საფლავის მაძებარი ქალის ამბავი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ალბათ, ყველას წაგვიკითხავს ან მოგვისმენია.

საყვარლის საფლავს ვეძებდი,

ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გულამოსკვნილი ვჩიოდი:

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”

 

ეკალში ვარდი შევნიშნე,

ობლად რომ ამოსულიყო;

გულის ფანცქალით ვკითხავდი:

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”

ბევრს გაგონილიც გვექნება არაერთი ვერსია, რა იგულისხმა ავტორმა “სულიკოში”, თუმცა ცოტას თუ ეცოდინება რეალური ტრაგედია, რომელიც ამ ტექსტის მიღმა დგას. ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე გადაცემაში „შენი დილა“ “სულიკოს” შექმნის ძალიან საინტერესო და სევდიან ისტორიას მოჰყვა.

ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დვალთაში მუშაობისას აკაკი წერეთლის ლექსის, „სულიკოს“ შექმნის ნამდვილი ისტორია გაიგო, რომლის თანახმადაც, ლექსი არც სატრფოს და არც სამშობლოს, არამედ ადამიანურ ტრაგედიას ეძღვნებოდა:

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გახლავართ ამ მიმართულების ხელმძღვანელი და, საქართველოს მასშტაბით, მეხება ტექსტებზე მუშაობა ყველა რეგიონსა თუ ერთკაციან სოფელში. ამიტომ მუდმივად ექსპედიციებში მიწევს ყოფნა. ერთ-ერთ კომპლექსურ ექსპედიციას ვხელმძღვანელობდი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა თონეთში, რომელსაც ძველად დვალთას ეძახდნენ. იქ შემეკითხა ერთ-ერთი ადგილობრივი – თქვენ იცით, ხომ, ვის სოფელში ხართო? ვიცოდი, რა გვარები ცხოვრობდნენ და დიახ-მეთქი, მივუგე. სხვა ამბებიც ვუთხარი, ვიფიქრე, ამას გულისხმობდა, მაგრამ არაო. აკაკის „სულიკო“ ხომ იცით, აი, ის სულიკო ამ სოფლიდან იყოო.“

როგორც აღმოჩნდა, სოფელ დვალთის მცხოვრებლებს თბილისში ურმებით ნახშირი ჩამოჰქონდათ. მათ შორის იყო 30 წლის ზალიკო სამადალაშვილი, რომელსაც, ნახშირთან ერთად, სხვა პროდუქტები აკაკი წერეთლის სახლში მიჰქონდა. ამ პერიოდში კი აკაკი და ზალიკო დამეგობრდნენ და ერთმანეთის ამბებსაც ხშირად კითხულობდნენ. ზალიკოს უმცროსი ძმა, სულიკო ჰყავდა. გვიან შემოდგომაზე სულიკო დაქორწინებას აპირებდა და საქორწინო ტანსაცმლის შესაძენად ქალაქში წავიდა. გავიდა რამდენიმე დღე და როცა უკან აღარ დაბრუნდა, ნათესავებმა ძებნა დაიწყეს. იხილეთ სრულად

READ  „ვისაც მობეზრდა წარსული, რუტინული მდგომარეობა და მზად არის ახალი ნაბიჯებისთვის...“ - ეზოტერიკოსის რეკომენდაცია

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” – ვინ იყო “სულიკო” სინამდვილეში? – ტრაგიკული ისტორია, რომელიც ცოტამ თუ იცის [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network