„სამახსოვრო ჩემი მოსწავლეებისთვის“ – რას წერს გია მურღულია

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს ნაკრების ისტორიული წარმატება მძლავრი შთაგონებაა ახალგაზრდებისთვის. ნაციონალური სიამაყე ახალ სტიმულს ქმნის განათლებისა და თვითგანვითარებისთვის.

ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს. ამჯერად იგი ახალ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

წიგნიდან „ცხრის ნახევარზე“ („სამახსოვრო ჩემი მოსწავლეებისთვის“):

აზროვნების პ ი რ ვ ე ლ ი კანონი – დაინახე და გამოხატე ნათლად.

აზროვნების მ ე ო რ ე კანონი – არ აღიქვა და შეაფასო საგანი, მოვლენა, ამბავი თუ ადამიანი ერთადერთი კუთხით.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

აზროვნების მ ე ს ა მ ე კანონი – ეცადე, მიაგნო საჭირო კითხვებს.

აზროვნების მ ე ო თ ხ ე კანონი – პირველი, ვინც შენს აზრს კრიტიკულად შეხედავს და შეეწინააღმდეგება, შენ თვითონ იყავი.

აზროვნების მ ე ხ უ თ ე კანონი – გაიაზრე სათქმელის მთავარი თეზისები და მათი თანმიმდევრობა.

აზროვნების მ ე ე ქ ვ ს ე კანონი – არაფერი თქვა არგუმენტთა გარეშე.

აზროვნების მ ე შ ვ ი დ ე კანონი – გახსოვდეს გამონაკლისები.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

აზროვნების მ ე რ ვ ე კანონი – მოძებნე არა უბრალოდ შესატყვისი, არამედ ყველაზე საჭირო სიტყვები.

აზროვნების მ ე ც ხ რ ე კანონი – დაინახე და შეაფასე მომდევნო მსჯელობა.

აზროვნების მ ე ა თ ე კანონი – შესთავაზე, მაგრამ ნურასდროს დაიჩემებ, რომ შენი აზრი ერთადერთი და სავალდებულო ჭეშმარიტებაა“, – წერს გია მურღულია.

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

 

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის