ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedექიმებისთვის დანამატის სახით 400 ლარი, მედდებისთვის 250 ლარი გამოიყოფა

ექიმებისთვის დანამატის სახით 400 ლარი, მედდებისთვის 250 ლარი გამოიყოფა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ქობულეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს მომავალი წლის გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე მიმდინარე წლის სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე.
„2024 წელს გაიზრდება სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი. გეგმის მიხედვით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს დანამატის სახით 400 ლარს, მედდებს 250 ლარს გამოუყოფს. დანამატი სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გაიცემა. 25 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ჯანდაცვის, ხოლო 15 მილიონზე მეტი ლარი სოციალური მიმართულებით. იზრდება თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი დაშესაბამისად, ფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი” აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
მინისტრმა შეხვედრაზე ქობულეთში მოღვაწე 5 ღვაწლმოსილი ექიმი სიგელით დააჯილდოვა:
– ქირურგი, რამაზ შაქარიძე – 80 წლის იუბელესთან დაკავშირებით;
– თერაპევტი, ლიანა ემინაძე – 75 ლის იუბილესთან დაკავშირებით;
– ოტო-რინო-ლარინგოლოგი, მიხეილ შონუსი – 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით;
– ინფექციონისტი, ნელი გაზდელიანი – 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით;
– მეან-გონეკოლოგი, ანნა ვერულიძე – 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, მრჩეველი კობა ნაკაიძე, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  საჯარო ლექცია:
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი