საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 215 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 215 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
ფული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.4 პროცენტით, ანუ 214.9 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით); მშენებლობა – 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით); სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6 პროცენტით).

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების – 2 738.1 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი, ანუ 8.9% შეადგინა, ხოლო კაცებში – 287.1 ლარი (11.7%).

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ამასთან, უწყების ანგარიშით, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 230.8 ლარით, ანუ 10.5%-ით და 2 420.9 ლარი შეადგინა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი, 4 277.5 ლარი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის და 3 687.6 ლარი მშენებლობის სფეროებში.

2025 წლის მესამე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 187.4 ლარით, ანუ 10.3%-ით გაიზარდა და 2 000.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2025). საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 215 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. 16 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/საქართველოში-საშუალო-თვი/

© 2025 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  სოხუმის დრამატულ თეატრში ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

შენი განათლება. (2025). საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 215 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. 16 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/საქართველოში-საშუალო-თვი/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 215 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network