ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს" -...

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“დღეს მოგიყვებით თუ რამდენი რამ გადაიტანა ამ პატარა სხეულმა 41 წლის მანძილზე:

მე ძირითადად ბაბუამ გამზარდა, ის ჩემი ნომერ 1 მეგობარი იყო. ბაბუ – ტონი კალანდარიშვილი ძალიან ცნობილი არქიტექტორი და რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. მან შექმნა სავანის მიწისქვეშა 3 სართულიანი კომპლექსი და ააგო რესპუბლიკის მოედანი, სადაც რედისონ ივერია დგას. ისტორიის თანახმად, როცა ვახტანგ მეფემ თბილი წყლები აღმოაჩინა, მის ადგილას თბილისი ააშენა.

სწორედ ამ ლეგენდის შთაგონებით, ბაბუამ შექმნა გოგირდის წყლების მონუმენტი, ეს ძეგლი იყო თბილისის თბილ წყლებზე აღმოცენების სიმბოლო. იმ დროს სსრკ-ში საეჭვო იყო ასეთი თავისუფალი მონუმენტური ობიექტების დამზადება; ეს იყო ზედმეტად აბსტრაქტული (ეს იყო შადრევანი ქვაში, მაგრამ ხალხს შეეძლო ეფიქრა თაღებზე, ოჯახზე, გუმბათებზე ისინი თავისუფალი იყვნენ თავიანთ ასოციაციებში).

ტონის ეკითხებოდნენ : “რას ნიშნავს ეს მონუმენტი?”ის პასუხობდა: „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრი, თავად უნდა გაარკვიონ, იგრძნონ, დაინახონ “.

მან მაყურებელი კონკრეტული მოსაზრებებისგან გაათავისუფლა. საბჭოთა კავშირში ადამიანს განსაკუთრებით აკლდა თავისუფალი აზროვნება, აბსტრაქცია, თანამედროვე მიდგომა. ქვაში გამოთლილი უზარმაზარი შადრევანი განსაკუთრებით ათავისუფლებდა ჩარჩოებში და „ხრუშჩოვკებში“ გამოკეტილ მოქალაქეებს. ის არ იყო კონკრეტული და ბანალური , როდესაც ცხენი დგას და მაყურებელი ფიქრობს ო ცხენი.. მაგალითად სუპრემატიზმით მალევიჩმა გაათავისუფლა აუდიტორია – შეგიძლია იფიქრო რაც გინდა. შავი კვადრატი ფერის გამათავისუფლებელი იყო სიუჟეტისგან.

თბილისელებმა ბაბუას მონუმენტს „ყურები” შეარქვეს.

იაპონელებმა ამ ძეგლს მე-20 საუკუნის ყველაზე საინტერესო კომპლექსი უწოდეს.

სააკაშვილი რომ მოვიდა, ეს ძეგლი დაანგრია. მისი აზრით, ის ზედმეტად “საბჭოთა” იყო.

რაც გავიზარდე, ბაბუას აწუხებდა, რა პროფესიას ავირჩევდი. და მან მაჩუქა ზენიტი. “იქნებ სცადო გახდე ფოტოგრაფი?”

21 წლის წინ, როცა მარტოხელა დედა გავხდი, ბაბუა ძალიან იტანჯებოდა და წუხდა: „რას აპირებ? როგორ წარიმართება შენი ცხოვრება?

მე უკვე 41 წლის ვარ. მყავს ორი ზრდასრული შვილი და ბედნიერი, აგერ უკვე 19 წლის ურთიერთობა გიორგისთან. ათიათასობით ადამიანისთვის მე გავხდი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და თავად მიაღწიო ყველაფერს.

ზუსტად იმ პერიოდში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მშობელი, აფხაზეთში ნაომი მამა ფსიქიატრიულში მომიკვდა.

საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს.

როცა პირველ ქმარს დავშორდი ჩემი შვილი 2 წლის იყო, მე – 22. არც პროფესია მქონდა და არც შემოსავალი.

დედაჩემმა ვალები დააგროვა, ბინა ბანკში ჩადო და შობის ღამეს, 7 იანვარს მე და ჩემი შვილი ქუჩაში დავრჩით” – წერს მარიამ ნაკანი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ოქტომბერი 23, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი