სამშაბათი, მაისი 20, 2025
spot_img
მთავარიგანათლებასილამაზის კონკურსში 81 წლის ქალმა მიიღო მონაწილეობა

სილამაზის კონკურსში 81 წლის ქალმა მიიღო მონაწილეობა

81 წლის მოდელი ჩოი სუნ ჰვამ სილამაზის კონკურს „მის სამხრეთ კორეას“ უხუცესი მონაწილე გახდა. AP-ს ინფორმაციით, სეულში გამართული კონკურსის ფინალში ის მასზე გაცილებით ახალგაზრდა მოდელებს შეეჯიბრა. ჯვამ ტიტული ვერ მოიგო, თუმცა გაიმარჯვა ნომინაციაში „ყველაზე კარგად ჩაცმული კონკურსანტი“.

ჩოი საავადმყოფოში მუშაობდა, მოდელობა კი 70 წლის ასაკში დაიწყო.

„ამ ასაკშიც კი გამოვიჩინე სიმამაცე და გამოწვევაზე უარი არ ვთქვი. მინდა ხალხმა შემომხედოს და გაიაზროს, რომ შესაძლებელია იცხოვრო ჯანსაღად და სიცოცხლისგან სიამოვნება მიიღო, მაშინ, როდესაც პოულობ იმას, რისი კეთებაც გინდა და საკუთარ თავს შენივე ოცნებების ასრულებისთვის გამოწვევებს უწყობ“, – განაცხადა ჰვამ.

მის სამხრეთ კორეად კი 22 წლის ჰან არიელი აირჩიეს, რომელიც ნოემბერში თავის ქვეყანას კონკურსზე „მის სამყარო“ წარადგენს.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი