სილამაზის კონკურსში 81 წლის ქალმა მიიღო მონაწილეობა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
81 წლის ჩოი სუნ ჰვამის მაგალითი ანგრევს მითებს ასაკისა და სწავლის შესაძლებლობების შესახებ. განვითარება და ახალი უნარების შესწავლა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

81 წლის მოდელი ჩოი სუნ ჰვამ სილამაზის კონკურს „მის სამხრეთ კორეას“ უხუცესი მონაწილე გახდა. AP-ს ინფორმაციით, სეულში გამართული კონკურსის ფინალში ის მასზე გაცილებით ახალგაზრდა მოდელებს შეეჯიბრა. ჯვამ ტიტული ვერ მოიგო, თუმცა გაიმარჯვა ნომინაციაში „ყველაზე კარგად ჩაცმული კონკურსანტი“.

ჩოი საავადმყოფოში მუშაობდა, მოდელობა კი 70 წლის ასაკში დაიწყო.

„ამ ასაკშიც კი გამოვიჩინე სიმამაცე და გამოწვევაზე უარი არ ვთქვი. მინდა ხალხმა შემომხედოს და გაიაზროს, რომ შესაძლებელია იცხოვრო ჯანსაღად და სიცოცხლისგან სიამოვნება მიიღო, მაშინ, როდესაც პოულობ იმას, რისი კეთებაც გინდა და საკუთარ თავს შენივე ოცნებების ასრულებისთვის გამოწვევებს უწყობ“, – განაცხადა ჰვამ.

მის სამხრეთ კორეად კი 22 წლის ჰან არიელი აირჩიეს, რომელიც ნოემბერში თავის ქვეყანას კონკურსზე „მის სამყარო“ წარადგენს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

READ  ხელოვნური ინტელექტი უკანონო თევზაობის წინააღმდეგ - ზვიგენი, კუ და ოკეანის სხვა ბინადრები გადაშენების ზღვარზე არიან
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის