საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო – მღვდელმთავრები პატრიარქს ირჩევენ

საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო – მღვდელმთავრები პატრიარქს ირჩევენ | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.

მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო – სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, ილია II-ის გადაწყვეტილებით, უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა. ის არის ქორეპისკოპოსი, განსაკუთრებული დამსახურებების გამო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. დამთავრებული აქვს ბათუმის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლი – ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ის უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში სწავლობდა. 1988-1991 წლებში სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1996 წლის 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსად აკურთხა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი – ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. მისი სასულიერო გზა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო – მღვდელმთავრები პატრიარქს ირჩევენ. 11 მაისი, 2026. https://sheniganatleba.ge/საეკლესიო-კრებაზე-ხმის-მ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო – მღვდელმთავრები პატრიარქს ირჩევენ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/
sheniganatleba.ge
READ  პირველი საქორწინო ღამის უფლება - რატომ იყო ნორმა ძველ დროში?
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network