სკოლებში სხვადასხვა სპორტული სახეობების შეტანა განიხილება

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდომის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ამ ვითარების გამოსწორებისთვის მუშაობენ.

როგორც გიორგი ამილახვარმა განმარტა, იმუშავებენ ორი მიმართულებით: ერთი ეს იქნება თავად სპორტული ინფრასტრუქტურა და მეორე სპორტის, როგორც საგნის ახლებური განაწილება სწავლების პროცესში.

“ერთია ინფრასტრუქტურა და მეორე სასწავლო გეგმაში რა მოცულობით არის ეს [სპორტი] ასახული. ყველა ახალ სკოლაში, რომელიც შენდება, ჩადებულია სპორტული ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სასკოლო კურიკულუმს, სასკოლო სტანდარტების გადამუშავების შემდეგ, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სპორტს ექნება ერთ-ერრთი მნიშვნელოვანი და უპირატესი ადგილი. რაგბის გარდა, რომელიც უკვე შემოსულია სკოლებში, სამინისტრო სხვადასხვა სპორტულ სახეობებსაც განიხილავს”, – განაცხადა განათლების მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში.

READ  სკოლის მანდატურის სამსახური: „ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში 5 726 ახალი შემთხვევა შემოვიდა“
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის