ხუთშაბათი, აგვისტო 28, 2025
spot_img
მთავარიგანათლებასკოლებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა იწყება: "ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს...

სკოლებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა იწყება: “ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე რესურსი – google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს”

ვერ ვხედავ, რომ დღეს, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდესდამხმარე მეთოდი რესურსი სწავლების პროცესში – google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა,გიორგი ამილახვარმაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო სისტემაში დანერგვას კარგი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება.

„ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება ძალზედ აქტუალური ხდება. რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი ბრიტანეთში, საერთაშორისო ყოველწლიურ განათლების კონფერენციაზე, სადაც მე და ჩემი გუნდი google-ს და microsoft-ის წარმომადგენლებს შევხვდით სწორედ ამ მიზნით და კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვართ, თუ რა შეუძლიათ მათ, შემოგვთავაზონ თავიანთი პლატფორმებით, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავიწყოთ ამ ყველაფრის დანერგვა, პირველ რიგში, სასკოლო განათლებაში და თუნდაც, სხვა საფეხურებზე. რა თქმა უნდა, ამას კარგი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება. ამას ჩვენი სისტემის მომზადება სჭირდება. მე ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა [ჩაანაცვლოს], ან ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე მეთოდი, რესურსი სწავლების პროცესში. ამის მნიშვნელობას ვიაზრებ, ამიტომ ჩემთვისაც პრიორიტეტულია ეს საკითხი. კონკრეტული მოლაპარაკებები ამ ორ კომპანიასთან დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა ამილახვარმა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ყოველი მეორე სკოლის დირექტორი და მასწავლებელი ამბობს, რომ „მწვავეა მასწავლებლების გადატვირთულობის პრობლემა“
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი