სკოლებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა იწყება: “ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე რესურსი – google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს”

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ვერ ვხედავ, რომ დღეს, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდესდამხმარე მეთოდი რესურსი სწავლების პროცესში – google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა,გიორგი ამილახვარმაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო სისტემაში დანერგვას კარგი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება.

„ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება ძალზედ აქტუალური ხდება. რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი ბრიტანეთში, საერთაშორისო ყოველწლიურ განათლების კონფერენციაზე, სადაც მე და ჩემი გუნდი google-ს და microsoft-ის წარმომადგენლებს შევხვდით სწორედ ამ მიზნით და კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვართ, თუ რა შეუძლიათ მათ, შემოგვთავაზონ თავიანთი პლატფორმებით, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავიწყოთ ამ ყველაფრის დანერგვა, პირველ რიგში, სასკოლო განათლებაში და თუნდაც, სხვა საფეხურებზე. რა თქმა უნდა, ამას კარგი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება. ამას ჩვენი სისტემის მომზადება სჭირდება. მე ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა [ჩაანაცვლოს], ან ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე მეთოდი, რესურსი სწავლების პროცესში. ამის მნიშვნელობას ვიაზრებ, ამიტომ ჩემთვისაც პრიორიტეტულია ეს საკითხი. კონკრეტული მოლაპარაკებები ამ ორ კომპანიასთან დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა ამილახვარმა.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

📍 საქართველოს პარლამენტი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. სკოლებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა იწყება: “ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე რესურსი – google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს” [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9a/
sheniganatleba.ge
READ  ჩემს მოადგილეებთან ერთად შევხვდი მასწავლებლებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები - ამილახვარი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network