შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლებასკოლის საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება, სრული ზოგადი განათლება კი კვლავ 12-წლიანი...

სკოლის საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება, სრული ზოგადი განათლება კი კვლავ 12-წლიანი იქნება – რა ცვლილებები შედის კანონში ზოგადი განათლების შესახებ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი მეორე მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი, რომლის თანახმად, სკოლებში საბაზო საფეხური ერთი წლით გაიზრდება და გახდება ოთხწლიანი, ხოლო საშუალო განათლების საფეხური კი ნაცვლად არსებული 3 წლისა, 2 წლიანი იქნება.

„მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსწავლემ საბაზო საფეხურის ჩათვლით სკოლაში 10 წელი ისწავლოს და დაძლიოს ორივე – დაწყებითი და საბაზო საფეხური”, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი