შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„სხვას ის აკრიტიკებს, ვისაც პირადი ცხოვრება არ გააჩნია, თორემ მე რა დამაკლდა?..“...

„სხვას ის აკრიტიკებს, ვისაც პირადი ცხოვრება არ გააჩნია, თორემ მე რა დამაკლდა?..“ – რას ჰყვება პეტრე კოლხი

“შეუძლებელია უფრო დიდი რამ მიიღო­ ცხოვრებისგან, ვიდრე სიყვარულის ნიჭია. სიყვარულია, არ ვითხოვდე იმავეს, როცა მე ვინმე მიყვარს. მიყვარდეს­ უპირობოდ, უმიზეზოდ. მე მუდმივად შეყვა­რებული ვარ. მე რომ შეყვარებული­ არ ვიყო ღმერთზე, წირვაზე, როგორ­ გგონიათ,­ აქ გავჩერდებოდი?­ ჩემი ქვეყანა­ და გარემოება ყველა პირო­ბას მიქმნის იმისათვის, რომ აქედან წავიდე, მაგ­რამ­ რაც მიყვარს, იმას ვერ ვუღალატებ”, – ამბობს მამა პეტრე კვარაცხელია „კვირის პალიტრასთან“.

– თქვენი მოგზაურობის ფოტოებს და თავისუფალ ჩაცმულობას არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელში, უმეტესობა ძალიან გაკრიტიკებდათ… ამაზე რა რეაქცია გაქვთ? რას უპასუხებდით მათ?

– არაფერს, ალბათ, ისევ ფოტოებით ვუპასუხებდი. როდესაც ლამაზ ფოტოს დადებს ადამიანი, თუ კარგის თქმა არ შეგიძლია, ცუდი მაინც არ თქვა. ეს ნიჭია, შინაგანი კულტურაა, რომელიც ზოგში იმდენად მორღვეულია, რაღაზე უნდა ვილაპარაკო? არ მომწონს უკულტურო, უზრდელი და თავხედი ადამიანები. ვინც არ მომწონს და ურთიერთობა არ მსიამოვნებს, ლანძღვას არ ვუწყებ, უბრალოდ, მასთან არავითარი კომუნიკაცია არა მაქვს.

რა არის ცუდი იმაში, ლონდონის ლამაზი ხედების ფონზე ფოტოს რომ დაინახავ, თუნდაც სასულიერო პირისას, ანაფორის გარეშე. ესეც უწიგნურობის ბრალია, რჯულის კანონის თანახმად, თეთრ სამღვდელოებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ანაფორის გარეშე სიარული არ ეკრძალება. სხვას ის აკრიტიკებს, ვისაც პირადი ცხოვრება არ გააჩნია. თორემ მე რა დამაკლდა? მთელი ინგლისი მოვიარე და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. ლონდონი იმდენად მომეწონა, თავი შინ ვიგრძენი, რადგან იმდენად ძლიერი ენერგეტიკული ველია, შემეხო და შინაგანად მომიხდა. თუმცა დიდი ხნით ვერსად ვიცხოვრებ, მე სულ მოძრაობაში უნდა ვიყო, უძრაობა მომაკვდინებელია, დაგუბებულ წყალში ბევრი ბაქტერიაა. ამიტომ არ უნდა დავგუბდეთ.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ დაიკლო ნინო ჩხეიძემ ერთ თვეში 6 კილოგრამი: „წლების წინ გავიკეთე ტუჩი და ვნანობ, მოვხვდი არაპროფესიონალთან და მას ვენდე…“
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი