შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ...

„სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ ათავისუფლებს მშობელს დღევანდელი საქციელისგან, როდესაც დღეს, 40 წლის მერე შვილს ეუბნები, რომ მე ვლოცულობ, შენ ჩემი შვილი არ იყოო“ – თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, ავტორი პროექტისა „ვეძებ“, რომელმაც დაარსების დღიდან ასობით ბიოლოგიური ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს, აცხადებს, რომ საკუთარ ბიოლოგიურ დედას მასთან ურთიერთობა არ სურს.

თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ მისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.

მისივე თქმით, არ ნანობს, რომ რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური დედის მხრიდან ასეთი პასუხი მიიღო, რადგან მისთვის ყველაზე მთავარი საკუთარი გვარის გაგება იყო.

„ბიოლოგიურ მშობელს, გამჩენს, სხვა შვილი არ ჰყავს. მამამ არა თუ ჩემი არსებობა, არამედ საერთოდ ისიც არ იცოდა, რომ ეს ქალბატონი ორსულად იყო, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ჩემს შესახებ, კაცი იყო შოკში მე რომ გამოვჩნდი, არ სჯეროდა, რომ მისი შვილი ვიყავი, იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის.

დედას შეხვედრა არ სურდა, მაგრამ მოუწია, რადგან ბავშვებმა სთხოვეს ძალიან და სხვა გზა აღარ დარჩა, რაც შეეხება იმას ვნანობ და განვიცდი თუ არა, რომ ასეთი სიტუაცია დამხვდა? არა! არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ, არც განვიცდი და ეს ჩემთვის მოულოდნელიც არ იყო… ჩემთვის მთავარი იყო დედის და მამის გვარის გაგება…

სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ ათავისუფლებს მშობელს დღევანდელი საქციელისგან, როდესაც დღეს, 40 წლის მერე შვილს ეუბნები, რომ მე ვლოცულობ, შენ ჩემი შვილი არ იყოო“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  წყვილი, რომელიც 101 წლის წინ ერთ დღეს დაიბადა, იქორწინეს და... ერთ დღეს, ერთად დაიღუპნენ
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი