ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
spot_img
მთავარიგანათლებატესლა აინშტაინის წინააღმდეგ და მისი „სიკვდილის სხივები“ საბჭოთა მთავრობას

ტესლა აინშტაინის წინააღმდეგ და მისი „სიკვდილის სხივები“ საბჭოთა მთავრობას

დასასრული. დასაწყისი #23-24

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი – ბორის როდიონოვი: „ეს ყველაფერი მოხდა ტუნგუსის აფეთქებამდე. დედამიწის მაგნიტურ ველზე ასეთი ძლიერი მოქმედება გამოწვეული იყო ნიკოლა ტესლას ცდების შედეგად. ის ზუსტად იმ პერიოდში ატარებდა ელექტრომაგნიტურ ცდებს თავის კოშკურაში და ამისთვის აწყობდა აპარატურას (პროფესორმა ვერბერნმა ამაზე სამეცნიერო სტატია დაწერა, რომელიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ფიზიკის მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალი დონის ინგლისურენოვან ჟურნალში). ეს კოშკურა-ლაბორატორია 60 მეტრი სიმაღლის იყო. მის წვერზე დამაგრებული იყო ლითონის „გვირგვინი“. ტესლას კოშკურა-ლაბორატორიის აშენება დააფინანსა მილიონერმა ჯონ მორგანმა. მორგანი მიიჩნევდა, რომ ტესლა შექმნიდა უსადენო ტელეგრაფის სისტემას, რომლითაც ამერიკა ევროპას დაუკავშირდებოდა, თუმცა გამომგონებელს უფრო ამბიციური გეგმები ჰქონდა – მისი მიზანი იყო აღმოეჩინა ენერგიის უსადენოდ გადაცემის მეთოდი, ანუ მიწიდან გაენათებინა ნათურები. “

დიმიტრი სტრებკოვი: „მის კოშკურასთან ნათურები ჩვეულებრივ ინთებოდა და ქრებოდა, მაგრამ უკვე 200 მეტრის დაშორებით, კილომეტრებზე ნათურები ინთებოდა მიწიდან. ეს მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, თუმცა, ტესლამ მალე მოაწყო ბევრად გრანდიოზული ექსპერიმენტი, რომელმაც ნამდვილი შოკი გამოიწვია ამერიკელებში. მან მოიწვია ჟურნალისტები და უცნაური აფეთქებების დემონსტრირება დაიწყო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მან აიძულა ცა, განათებულიყო.“

ბორის როდიონოვი: „მალე ნიკოლა ტესლამ განაცხადა, რომ აპირებს, მთელი ცა დაწვას, იმისთვის, რათა გზა გაუნათოს მოგზაურს რობერ ტირს. მათ თვალწინ იყო უამრავი ელვა-ნათება, ნაპერწკლები ყველა მხრიდან ცვიოდა, ცა სრულიად განათებული იყო.“

ტესლათი გადარეული

ნიკოლოზ მეორე

დიდი ხნის განმავლობაში „ტესლა თაუერი“, რომელიც 1902 წელს ლონგ აილენდზე, ნიუ-იორკის ჩრდილოეთით ექსპერიმენტების ჩასატარებლად აშენდა, მხოლოდ გამორჩეულ გარეგნულ ეფექტს ქმნიდა. ერთ დღეს ამ ადგილას ხელოვნური ლავა ამოიფრქვა (ამბობდნენ, რომ ეს იყო არა ხელოვნური, არამედ ნამდვილი ვულკანი. მერე კი გაირკვა, რომ არანაირი ვულკანი არ ამოფრქვეულა), რამაც ყველაფერი მწყობრიდან გამოიყვანა. ამ პროექტის სპონსორმა, ამერიკის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჯონ პირპონტ მორგანმა, რომელმაც პრაქტიკული შედეგი ვერ ნახა, ტესლასთან კონტრაქტი გაწყვიტა. მორგანის შემდეგ სხვა ამერიკელმა ბიზნესმენებმაც თქვეს უარი მასთან კონტრაქტებზე, თუმცა, ყოველივე ამან ხელი არ შეუშალა იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს, დაეჯერებინა ტესლას ელექტრული დენის უსადენო გადაცემის სარგებელი და პერსპექტივები.

READ  იცოდით, რატომ ეკავა ჩანთა მუდამ ხელში ინგლისის დედოფალს?

1912 წელს რუსულმა გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტესლა განაგრძობდა თავის გამოგონებაზე მუშაობას. მან გზადაგზა გამოიგონა ელექტრიფიცირებული არაყი, რომელიც არ იწვევს ჰენგორს. შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ელექტროენერგიის უსადენო გადაცემა, ისევე როგორც „სიკვდილის სხივები“ (ნიკოლა ტესლამ გამოიგონა იარაღი, რომელიც ახდენდა ენერგიის გენერირებას და მიმართვას კონკრეტული მიზნისკენ. მას „სიკვდილის სხივი“ უწოდეს. ეს იარაღი ტესლას არ გამოუშვია), რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში დაივიწყე. ამ უჩვეულო იარაღის ირგვლივ, ხომ, იდუმალი ჯაშუშური ისტორიები ვითარდებოდა.

გარკვეული ინფორმაციის თანახმად, 1937 წელს ნიკოლა ტესლა ფარულად ეწვია საბჭოთა კავშირს, სადაც მან თავისი ახალი იარაღი აჩვენა მიხაილ ტუხაჩევსკის. სიკვდილის სხივების ტესტები დანაკარგების გარეშე არ ყოფილა. თუმცა, ყველა არ იღებს ამ ამბავს სერიოზულად. ალექსეი რიკოვის წიგნში, „ტესლა აინშტაინის წინააღმდეგ დიდი იარაღის შემქმნელთა ბრძოლაში”, აღნიშნულია, რომ ტესლამ ჯერ სცადა ახალი იარაღის მიყიდვა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის, შემდეგ – საბჭოთა კავშირისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს ინფორმაცია, რომ ნიკოლა ტესლა ცდილობდა, დაკავშირებოდა არტაკ ვართანიანს, Amtorg-ის უფროს ინჟინერს, ორგანიზაციის, რომელიც შეიქმნა ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის. ამერიკელი ჟურნალისტი მარკ სეფერი ირწმუნება, რომ საბჭოთა მთავრობა დათანხმდა იდუმალი „სიკვდილის სხივების“ შეძენას. ამის ინიციატორი იყო სამხედრო ლიდერი კლიმენტ ვოროშილოვი. ბოლშევიკების გაერთიანებული კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სავარაუდო დადგენილებით, 1934 წლის 21 დეკემბრის No P17-177, გადაწყდა, რომ მეცნიერს „სხივებისთვის. გადაუხდიდნენ 25 ათას დოლარს… ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ოლეგ ფეიგინი ამბობს, რომ, შესაძლოა, 1937 წელს ნიკოლა ტესლამ საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს მართლაც გადასცა „სიკვდილის სხივების“ ვაკუუმური კამერის ნახატები და სანაცვლოდ მიიღო არა მხოლოდ ჩეკი აღნიშნული თანხისთვის, მიიღო ასევე ნოვგოროდის რადიო-ფიზიკოსების ზოგიერთი მუშაობის შედეგები. უფრო მეტიც, ზოგიერთ ისტორიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ იმავე წელს ტესლა საბჭოთა კავშირში ინკოგნიტოდ ჩავიდა თავისი იარაღის დასამონტაჟებლად. მას შემდეგ, რაც ნიკოლა ტესლამ გაააქტიურა თავისი ინსტალაცია, მკვდარი ჩიტი მიწაზე დაეცა. ტესლამ აუხსნა ტუხაჩევსკის, რომელმაც ვერ შეამჩნია გასროლა, რომ „სიკვდილის სხივები“ თმაზე თხელია, ამიტომ მათი დანახვა შეუძლებელია და ჩიტი, უბრალოდ, მისი გამოგონების შემთხვევითი მსხვერპლი გახდა. ის ფაქტი, რომ „სიკვდილის სხივები“ საბჭოთა კავშირმაარ გამოიყენა, ასოცირდება ტუხაჩევსკის დაპატიმრებასა და სიკვდილით დასჯასთან… ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნიკოლა ტესლას არ ჰქონდა „სიკვდილის სხივები“. მან შეწყვიტა ყველა ექსპერიმენტი ამ სფეროში პირველი მსოფლიო ომის დროს და გამომგონებლის განცხადებას ახალი იარაღის შესახებ, რომელიც გაკეთდა 1933 წელს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე კოსტინსკი მხოლოდ „Pr აქციას“ უწოდებს. კოსტინსკი ამბობს: „ტესლამ აჩვენა ბევრი ძალიან ლამაზი ეფექტი… და ამ ყველაფერმა ფანტასტიკური შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანებზე“.

READ  დადიანების სასახლის უცნობი ნახატი

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

აპრილი 8, 2025
საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

9 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი