ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„უკვე ძალიან უჭირს; მინდა, რომ მყავდეს ცოცხალი… ძალიან თანამედროვეა, ძალიან კარგად აზროვნებს…”...

„უკვე ძალიან უჭირს; მინდა, რომ მყავდეს ცოცხალი… ძალიან თანამედროვეა, ძალიან კარგად აზროვნებს…” – რას ჰყვება ეკა მამალაძე დედაზე (ვიდეო)

მომღერალი ეკა მამალაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დედის, ნანი ბრეგვაძის შესახებ საუბრობს და საკუთარი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს იხსენებს:

„ნანი, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც განსაკუთრებულია. სულ მგონია, რომ პატარა ვარ, იმიტომ, რომ დედა მყავს. დედაჩემი საჭირო დროს ყოველთვის ჩემ გვერდზე იყო. არ მახსოვს, ნანი თბილისში ყოფილიყო და კრებაზე არ მოსულიყო. ნანის ფრაზები დღემდე მომყვება. ეს არის მშობლის სკოლა, მიგებს, მაგრამ ყოველთვის საპირისპირო მოვლენასაც ამართლებს, მეუბნება: „აბა, დაუკვირდი, ნუ გაბრაზდები.“

ძალიან ადრე გავთხოვდი, 17 წლის ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, 17 წლის ჩემი შვილი რომ გათხოვილიყო, ალბათ, გული გამისკდებოდა.  დედაჩემი ჩემს პირად ცხოვრებაში არ ჩარეულა. ნანი ყველა დროში სხვადასხვანაირია. ძალიან თანამედროვეა, ძალიან კარგად აზროვნებს.

სახლში ხომ შეიძლება, ვიღაცებს ლანძღავდნენ. მაგალითად, კოლეგებს და დედაც აგყვეს. ეს ჩემს ოჯახში არასოდეს ყოფილა. ძალიან მიხარია და დიდი მადლობა, რომ ეს ურთიერთობაც და ეს საშუალებაც მაქვს, რომ შემიძლია, 61 წლის ასაკში ჯერ კიდევ პატარა ვიყო და ვიღაცამ რაღაც მასწავლოს. ყოველი დღით ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ნანი მყავს.

ერთხელ მითხრა, რომ რაც უნდა სერიოზული და მნიშვნელოვანი ამბავი იყოს, მე მითხარი, მე ვიქნები შენი მესაიდუმლე, რომელიც არსად დაგხვდებაო. ნანისთან ცხოვრება და ურთიერთობა ძალიან ადვილია იმიტომ, რომ არასდროს გერევა არაფერში და ყველაფრით აღფრთოვანებულია. პატარა ბავშვივით ხან კაფეში წავიყვან, ხან სხვაგან. მერე მეუბნება: „მადლობა, რომ ქალაქში გამომიყვანე.“

უკვე ძალიან უჭირს და მეუბნება, რომ არ დავაძალო. მაგრამ, ყველასგან იმდენ სითბოს, ისეთ ძალას იღებს… მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ძალიან მიყვარს, მაგრამ მე გრძნობების გამოხატვა არ მიყვარს. შეიძლება ისე გავიდეს დრო, რომ არ ვაკოცო. მინდა, იცოდეს, სულ მინდა, მოვეფერო, მაგრამ არ ვეფერები… მინდა, რომ მყავდეს ცოცხალი”, – ამბობს  ეკა მამალაძე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

ოქტომბერი 24, 2024
რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ოქტომბერი 23, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი