ულტრა პროცესირებული საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება მნიშვნელოვნად აქვეითებს კოგნიტურ, ანუ შემეცნების ფუნქციას! 

ნიკოლოზ ჯღერენაია
1 წუთიანი წაკითხვა
ულტრა პროცესირებული საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება ბევრ სხვა უარყოფით ეფექტთან ერთად, მნიშვნელოვნად აქვეითებს კოგნიტურ, ანუ შემეცნების ფუნქციას!  იმის გარდა, რომ გამოვრიცხოთ ულტრა პროცესირებული საკვები, ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ ზოგიერთი კონკრეტული საკვები ჩვენს დიეტაში იმისათვის, რომ გავიუმჯობესოთ კოგნიტური ჯანმრთელობა.
კვლევების მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ფლავონოლების (ანტიოქსიდანტის ერთგვარი ტიპი) ყველაზე მაღალი შემცველობა აქვთ, უფიქსირდებათ კოგნიტური დაქვეითების საკმაოდ ნელი ტემპი.
ერთი კონკრეტული კვლევა აღწერს ფლავონოლის ოთხ კომპონენტს: კემპფეროლი, კვერცეტინი, მირიცეტინი და იზორჰამნეტინი, რომლებიც გვხვდება საკვებში, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ. ისეთ საკვები, როგორიცაა კალე, ლობიო, ჩაი, ისპანახი და ბროკოლი შეიცავს კემპფეროლს; პომიდორი, კალე, ვაშლი და ჩაი შეიცავს კვერცეტინს; ჩაი, ღვინო, კალე, ფორთოხალი და პომიდორი შეიცავს მირიცეტინს; ხოლო მსხალი, ზეითუნის ზეთი, ღვინო და ტომატის წვენი შეიცავს იზორჰამნეტინს.
გაუზიარეთ ეს სტატია
სამეცნიერო ჟურნალისტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. პუბლიკაციები ეძღვნება კვლევებს, მეცნიერებას და განათლების პოლიტიკას.
კომენტარები ჯერ არ არის