ფსიქოლოგმა დაასახელა ფრაზა, რომელიც მშობლებმა არასოდეს უნდა უთხრან პატარა ბავშვს

ფსიქოლოგმა დაასახელა ფრაზა, რომელიც მშობლებმა არასოდეს უნდა უთხრან პატარა ბავშვს | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა

ბავშვის სწორად აღზრდა საპასუხისმგებლო ამოცანაა, რომლის რეალურ მნიშვნელობას და სირთულეს ყველა მშობელი ვერ აცნობიერებს. ისინი ხშირად მიმართავენ მავნე პრაქტიკას და ბავშვთან ურთიერთობის დესტრუქციულ მაგალითებს.

გამოცემა Huffpost-ი გვიზიარებს ლიცენზირებული ბავშვთა თერაპევტის, დინა მარგოლინის რჩევას, რომელმაც ისაუბრა ტიპურ ტექნიკაზე, რომელსაც მშობლების უმეტესობა ერთხელ მაინც მიმართავს, მისი მავნებლობის გააზრების გარეშე.

საუბარია სიტუაციაზე, როდესაც პატარა ბავშვი ერთობა სათამაშო მოედანზე, სანაპიროზე ან სხვა საინტერესო ადგილას და ამ დროს, სახლში წასვლის დროა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ასეთ სიტუაციაში მშობლები ხშირად უშვებენ ერთ შეცდომას – მიმართავენ პროვოკაციას: ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დაკმაყოფილდა თამაშით, ეუბნებიან: “მშვიდობით!” და ისინი ნამდვილად იწყებენ წასვლას. ბოლოს, როცა ბავშვი შეამჩნევს, რომ დედამ ან მამამ უკვე გაიარა გარკვეული მანძილი, ის სასოწარკვეთილი გარბის, რომ დაეწიოს, მიტოვების შიშით შეპყრობილი.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ეს მიდგომა მუშაობს მცირეწლოვან ბავშვებთან, რომლებსაც უფრო მეტად ეშინიათ მშობლების მეთვალყურეობის გარეშე დარჩენის და ჯერ კიდევ არ იციან სიცრუის გარჩევა. სწორედ მცირეწლოვან ბავშვებზე აქვს ამ მეტოდს ყველაზე დამანგრეველი გავლენა.

როგორი მაცდურიც არ უნდა იყოს ბავშვისთვის ზურგის შექცევა და მისი ვითომ მარტო დატოვება, ექსპერტი გვირჩევს, არ გააკეთოთ ეს. სტრატეგია „მუშაობს“, რადგან ბავშვს რეალურად ეშინია მიტოვების და ამიტომ იძლევა მოსალოდნელ რეაქციას: ბავშვი რეაგირებს და გარბის მშობლებთან.

როდესაც თქვენს შვილს „მესიჯს უგზავნით“, რომ შეგიძლიათ მიატოვოთ ის, თუ ის არ დაგემორჩილებათ, ამან შეიძლება შეარყიოს თქვენი შვილის რწმენა, რომ მისი მშობლები ნამდვილად აფასებენ მას. ეს ძირს უთხრის მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის საფუძველს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვმა დაიჯეროს, რომ ნებისმიერ ვითარებაში მას შეუძლია მშობლების დახმარების იმედი ჰქონდეს. ბავშვს ამ რწმენის ჩამორთმევით მშობლები აჩვენებენ, რომ მათი სიყვარული და ზრუნვა ძალიან პირობითია. თავის მხრივ, ეს იწვევს ბავშვში დაბალ თვითშეფასებას და ქმნის ქცევის შაბლონს „სიყვარულისთვის მორჩილება“, რაც შეიძლება პრობლემად იქცეს ზრდასრულ ასაკში.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  VIDEO: „ჩაეხუტეთ მამას, იზეიმეთ...“ - დედების წერილები ციხიდან შვილებს და ცხოვრება გისოსებს მიღმა

შენი განათლება. (2024). ფსიქოლოგმა დაასახელა ფრაზა, რომელიც მშობლებმა არასოდეს უნდა უთხრან პატარა ბავშვს. 14 ოქტომბერი, 2024. https://sheniganatleba.ge/ფსიქოლოგმა-დაასახელა-ფრა/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ფსიქოლოგმა დაასახელა ფრაზა, რომელიც მშობლებმა არასოდეს უნდა უთხრან პატარა ბავშვს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a4%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%90/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network