“ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს”

“ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს” | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ტელეწამყვან ნინო თოლორდავასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას, ახლახან სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. ნინო ამბობდა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. “სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი­დევ ერთხელ გავ­ხდე­ბი დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი დღეს გახ­და 24 წლის და კი­დევ ვხდე­ბი დედა”, – ამბობდა ის.

ვრცლად დედობის გამოცდილებაზე მან fortuna.ge-სთან ისაუბრა:

“წარმოუდგენელი ემოცია იყო, როცა თადა-ერეკლე პირველად დავინახე. გვგავს ორივეს, მაგრამ ზოგი უფრო მე მამსგავსებს, ზოგი – ჩემს მეუღლეს. თადას დარქმევა გიორგის უნდოდა, ერეკლე მინდოდა მე. გამოვიდა თადა-ერეკლე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს ეს სახელი. გიორგი ძალიან მეხმარება მის მოვლაში. თადა ყოველ სამ საათში ერთხელ ჭამს, ღამეც და დღეც, გაყოფილი გვაქვს ღამეები. გვეხმარებიან დედაჩემი, ჩემი დედამთილი, მაგრამ მე და გიორგიც ვართ ხოლმე ბავშვთან, ნახევარი ღამე-მე, ნახევარი-გიორგი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჩემი პირველი შვილი, ამიკო რომ გავაჩინე, 18 წლის ვიყავი. ალბათ, ახლა უფრო ვაანალიზებ, რას ნიშნავს, იყო პატარა ადამიანის დედა, რომელიც შენი სამყაროა. ვაანალიზებ, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი ერთგვარი მისია შევასრულე…

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს, არ დაყარონ ფარ-ხმალი და ყველაფერი აუცილებლად გამოვა. შვილი ძალიან დიდი ბედნიერებაა. ძალიან ბევრი წლის ოცნება ამიხდა!.. თადა-ერეკლემ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ამას ბევრი წელი ველოდი… ჩემი პირველი შვილის დაბადებიდან მოყოლებული, დაახლოებით სამი წლის იყო ამიკო, ძალიან მინდოდა მეორე შვილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ ვაჩენდი… რა თქმა უნდა, ფარ-ხმალს არ ვყრიდი. ბევრმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ახლა უკვე მეორე შვილი მყავს”, – ამბობს ნინო ინტერვიუში.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). “ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს”. 6 სექტემბერი, 2024. https://sheniganatleba.ge/ქალები-არ-უნდა-შეეგუონ-რო/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. “ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს” [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%94%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%a0%e1%83%9d/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network