შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაქართველ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო – „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“

ქართველ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო – „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო – „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“.

ბერლინში საზეიმო ღონისძიებას ქართული დელეგაციის წევრები დაესწრნენ და ქართველ მსახიობს შემოქმედებით საქმიანობაში მომავალშიც წარმატებები უსურვეს.

კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ სალომე დემურია 2023 წლის 10 ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის რუსუდან გლურჯიძის ფილმში – „ანტიკვარიატი“ – შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.

მნიშვნელოვანია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა აქვს, პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.

„ევროპული კინოს ხელშეწყობა“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებს აერთიანებს და მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ბერლინი 15-25 თებერვალს მასპინძლობს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM).

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „კართან მოდგა შემოდგომა“ – მაყვალა ჩიხლაძისა და მარიამ როინიშვილის დუეტი
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი