შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedყველაზე სახიფათო თარიღები 2024 წლის განმავლობაში

ყველაზე სახიფათო თარიღები 2024 წლის განმავლობაში

2024 წელი არაერთი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული, რომლებიც თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

მზე რეტროგრადულ მდგომარეობაში არასოდესაა. თუმცა, 2024 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ის სასწორის ნიშანში იქნება და ენერგიის განსაკუთრებულ დაქვეითებას გამოიწვევს. ეს კი თითოეული ადამიანის გუნებაზე, განწყობაზე, შრომისუნარიანობასა და კომუნიკაციაზე აისახება. აღნიშნულ პერიოდში გადაწყვეტილებების მიღება, შეთანხმებების მიღწევა, სასურველი შედეგის გამოწვევა განსაკუთრებით რთული იქნება. ამიტომ, ჯობს, მნიშვნელოვანი საქმეები წინასწარ მოაგვაროთ, ან 17 ნოემბრის შემდეგ დაგეგმოთ.

ითვლება, რომ რეტროგრადული მოძრაობისას პლანეტები ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებზეც პასუხისმგებელნი არიან, უარყოფითად მოქმედებენ. თუმცა, ასტროლოგები განსაკუთრებით ხშირად პლანეტა მერკურზე საუბრობენ, რადგანაც იგი ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებსა და მატერიალურ კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. ამიტომაც, ასეთ დროს გართულებულია კომუნიკაცია. ზოგიერთი მარტივი საკითხი გადაულახავ დაბრკოლებად გვეჩვენება, გაზრდილია კონფლიქტებისა და დაპირისპირებების რისკები, ფინანსური წარუმატებლობა, არასასურველი ხარჯები, პროექტების ჩავარდნა, სირთულეები სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს სახიფათო პერიოდები წინასწარ გავითვალისწინოთ და მომზადებულები ვიყოთ.

2024 წლის განმავლობაში პლანეტა მერკური 3-ჯერ იქნება რეტროგრადულ მდგომარეობაში. ეს თარიღებია:

2 – 25 აპრილი

5 – 29 აგვისტო

26 ნოემბერი – 15 დეკემბერი

აღნიშნული პლანეტა კომუნიკაციის უნარებზე, საქმიან მოლაპარაკებებზე, სოციალურ ქცევასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც, როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება, განსაკუთრებით ამ მიმართულებით იგრძნობთ შეფერხებასა და უმოტივაციობას. გართულდება კომუნიკაცია, მოიმატებს დაპირისპირებები და წარუმატებლობის შანსი. შესაძლოა, თქვენ შესახებ არასწორი წარმოდგენა გაუჩნდეთ, რაც თქვენს რეპუტაციასა და საქმიან ურთიერთობებს დააზიანებს. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მითითებულ პერიოდებში გადადოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, პროექტები თუ წამოწყებები, რადგანაც წარუმატებლობების შანსი დიდია.

პლანეტა ვენერა ენერგიის დაქვეითებას 2024 წლის 24 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გააგრძელებს. აღნიშნულ პერიოდში, პირადი ურთიერთობები განსაკუთრებით საყურადღებოა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, დიდი შანსია, რომ საბოლოოდ დაშორდეთ პარტნიორს, არსებული ხარვეზები დაინახოთ და ბევრ საკითხზე ვეღარ შეთანხმდეთ.

2024 წლის 7 დეკემბრიდან პლანეტა მარსი რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. აღნიშნულ პერიოდში გაღიზიანების, აგრესიის გამოვლენის რისკები იზრდება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ჯობს, რეტროგრადული მარსის დროს სახლის აშენება, რემონტი არ დაგეგმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი განსაკუთრებით გაჭიანურდება.

2024 წლის 9 ოქტომბრიდან კი პლანეტა იუპიტერი იწყებს რეტროგრადულ მოძრაობას. ეს გარკვეულ ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევს და შესაძლოა, არამიზნობრივი ხარჯების შეგხვდეთ. წყარო

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი