შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedშავი ზღვის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმა 65 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება

შავი ზღვის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმა 65 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება

შავი ზღვის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმა 65 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საუბრობს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმარულებით, ისე ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება – 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით.

ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი; მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენცია და წელს უკვე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უკანონო ტყითსარგებლობის, მოპოვების, ტრანსპორტირების მიმართულებით გავამკაცრეთ სანქციები. ეს ყველაფერი ემსახურება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურ დაცვას”,  – განაცხადა შამუგიამ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ გასულ წელს გამოვლენილი 63 სამართალდარღვევიდან, 21 სწორედ გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტია. 2023 წელს კი, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა. მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა.

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი