ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedშექმნეს AI მოდელი, რომელიც ადამიანის სიკვდილის დროს პროგნოზირებს

შექმნეს AI მოდელი, რომელიც ადამიანის სიკვდილის დროს პროგნოზირებს

დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მტკიცებით, მათ ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი შექმნეს, რომელსაც ადამიანთა მომავლის პროგნოზირება შეუძლია, მათ შორის სიკვდილის დროსიც.

“მოდელი გამოვიყენეთ, რათა პასუხი გაგვეცა ფუნდამენტური კითხვისთვის: რამდენად ზუსტად შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება იმ პირობებსა და მოვლენებზე დაყრდნობით, რომლებიც წარსულში მოხდა?” — განაცხადა სუნე ლემანმა, ნაშრომის ავტორმა და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა.

ნაშრომი ჟურნალში Nature Computational Science გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დანიის 6 მილიონი მოქალაქის მონაცემები გამოიყენეს, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სამუშაოს უკავშირდებოდა. ასე შექმნეს life2vec, “გარდამქმნელი მოდელი”, რომელსაც შეუძლია, კონტექსტი გაიგოს და მიწოდებული ერთი ტიპის ინფორმაციიდან სხვა მონაცემები დაგვიბრუნოს.

ამ შემთხვევაში საწყისი ინფორმაცია ადამიანთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალია: დაბადების დრო და ადგილი, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმიანობა, ანაზღაურება. მეორე მხრივ, კვლევას თუ დავუჯერებთ, დაბრუნებული მონაცემები ყველაფერს პროგნოზირებს, “ნაადრევი სიკვდილი” იქნება ეს თუ “პიროვნული ნიუანსები”.

“ამაღელვებელი ისაა, რომ ადამიანის ცხოვრებას იგი მოვლენათა გრძელ თანმიმდევრობად აღიქვამს იმის მსგავსად, როგორც ენაში წინადადება შედგება სიტყვათა სერიისგან“, — განმარტა ლემანმა.

პერსპექტივა მართლაც ძალიან საინტერესოა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს იმის შესახებ, თუ რამდენად ზუსტია ეს პროგნოზები.

ამას გარდა, ნაშრომის ავტორი აღიარებს, რომ ეთიკური პრობლემები ნამდვილად შეიქმნება, თუკი მოდელი ზუსტი აღმოჩნდა — მსგავს პროგნოზებს ხომ უკვე არაერთი კომპანია იყენებს, რათა ჩვენგან მოგება მიიღოს.

“ცხოვრებისეული მოვლენებისა თუ ადამიანის ქცევის პროგნოზირებისთვის მსგავს ტექნოლოგიებს უკვე იყენებენ ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ჩვენს ქცევას ადევნებს თვალს, ჩვენს ზუსტ პროფილებს ქმნის და ამ პროფილებს იყენებს, რათა ჩვენი ქცევა წინასწარ განსაზღვროს და გავლენა იქონიოს ჩვენზე”, — განაცხადა მეცნიერმა.

კიდევ არაერთი კვლევა უნდა ჩატარდეს იმის დასაზუსტებლად, მართლა შეუძლია თუ არა AI-ს, მონაცემებზე დაყრდნობით სიკვდილის დრო იწინასწარმეტყველოს.

რადგან ასეთი რამ პერსპექტივის დონეზე მაინც გაჟღერდა, ლემანის აზრით, კაცობრიობამ უნდა გადაწყვიტოს, საით მივყავართ ამ ტექნოლოგიას და რამდენად მისაღებია იგი ჩვენთვის.

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი