„შიში მაქვს რომ დედა არ დავკარგო…“ – დათუნა ტატულაშვილის ემოციური ინტერვიუ

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

იუმორისტული შოუს მსახიობი და ტიკ-ტოკერი დათუნა ტატულაშვილი პოდკასტის „ხინჩოსთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც დედის შესახებ ემოციურად საუბრობს.

„ბავშვობიდან მოყოლებული სულ იმის შიში მაქვს, რომ დედა არ დავკარგო. როდესაც საწოლში დავწვები, სულ ამაზე მეფიქრება. მგონი ფსიქოლოგთან უნდა მივიდე, რადგან ამაზე ვფიქრობ ძალიან მკვეთრად. ერთად ბევრი სირთულეები გამოვიარეთ. ბევრი გასაჭირი გვქონდა, მერე მამას წასვლაც დაემატა. მინდა რომ დედაჩემმა დაისვენოს და ცხოვრებით ისიამოვნოს. გავლილი სიმძიმეებიდან გამომდინარე.

როდესაც ბალიშზე თავს დავდებ, მუდამ მიპყრობს ფიქრი დედაჩემს რამე ხომ არ დაემართა“, – ამბობს დათუნა ტატულაშვილი.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის