პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები“ჩემი პროდუქციის ფასი 4,50 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა - 1 კვადრატულ მეტრზე...

“ჩემი პროდუქციის ფასი 4,50 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა – 1 კვადრატულ მეტრზე შეგიძლიათ 5-6 კილოგრამიც აიღოთ”

ყაბაყი სასარგებლო ბოსტნეულია და არც მოყვანაა ძნელი, მაგრამ მას ჩვენში რატომღაც დიდ ფართობებზე არ თესავენ. ყოველ შემთხვევაში, ბევრად იშვიათად, ვიდრე, მაგალითად, ბადრიჯანს. ამიტომ მოსახლეობა მაინც თურქულ ბაზარზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ბავშვების პატრონები, რომელთა მენიუში ყაბაყი შედის. თუმცა არიან წინდახედული ფერმერები, რომლებიც ცდილობენ იმდენი ყაბაყი მოიყვანონ, რამხელა მოთხოვნაც აქვთ და მის რეალიზებასაც ადვილად შეძლებენ. მსგავსი პატარ-პატარა “შეთანხმებები” მუშტართან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია დადებული, მათ შორის ნიკა ბეგალიშვილი აწვდის სოფელ წნორიდან ყაბაყს დედაქალაქელებს. რატომ უნდა მოვიყვანოთ არცთუ რთულად მოსაწევი ყაბაყი უფრო მეტი, ამის შესახებ ნიკა ბეგალიშვილს ვესაუბრეთ.

– თქვენ მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის მიმდევარი ხართ და არა მარტო ადგილობრივი, არამედ უცხო კულტურებიც მოგყავთ. ყაბაყი რატომ აირჩიეთ?

– უბრალოდ, ჩავხედე ინფორმაციას მისი სარგებლობის შესახებ, მისი მოვლა-მოყვანის პირობებს და მივხვდი, რომ არც მოყვანა გამიჭირდებოდა და არც რეალიზაცია – სულ ეს იყო.

თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თავადაც სიამოვნებით გეახლებით კარგი დიასახლისის მომზადებულს. ყაბაყისაგან შეიძლება დაამზადო ნებისმიერად შეზავებული კერძი, მათ შორის სალათები. თუმცა ბავშვებისათვის შეუდარებელია ორი ძირითადი თვისების გამო: ყველა ბაღჩეულზე მეტ ჩ ვიტამინს შეიცავს, ამასთანავე, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. სხვა თვისებებიც აქვს, თუმცა ყველას შეუძლია ნახოს სოციალური ქსელით და ყაბაყის მოყვანითაც დაინტერესდეს.

მე ყაბაყი არც ისე დიდ ფართობზე მაქვს დათესილი, რომელსაც მომხმარებელი ჰყავს და რეგულარულად ვაწვდი წელიწადის ყველა დროს, გარდა ზამთრისა. ზამთარში ყაბაყი სათბურში უნდა დათესო, რადგან ოდნავი სიცივეც არ უყვარს, -1°ჩ-ზეც შეიძლება დაზიანდეს.

არსებობს ყაბაყის რამდენიმე სახეობა, საადრეოც და საგვიანოც. ყაბაყის სახეობებს, მარტის თვიდან ყველა თვეს ვთესავთ. წლეულს მომდევნო თესვას სექტემბერში ჩავატარებ და ახალ მოსავალს ნოემბრის შუა რიცხვებში ავიღებ, რომელსაც კლიენტი უკვე ელის.

ყაბაყი თუკი არ დაკონსერვდა, არც ინახება. დაკონსერვება ნოემბრიდან მარტამდე შეგვიძლია, როცა გრუნტში ყაბაყი აღარ მოდის აცივების გამო. თუმცა ზოგიერთი ამ კულტურას სათბურშიც თესავს. ყოველ შემთხვევაში, თურქეთიდან ზამთრის პერიოდში სათბურის ყაბაყი შემოდის.

– როგორც ვიცი, ყაბაყის ღირებულება მხოლოდ ზაფხულში იწევს დაბლა. თუმცა ამ დროსაც ხშირად მეტი ფასი აქვს, ვიდრე სხვა ბაღჩეულს, მაგალითად, ბადრიჯანს.

– დაახლოებით ასეა. თუმცა სუპერმარკეტებში, რომელთაც მცირე ფერმერებთან აქვთ ხელშეკრულება, ყაბაყი ძვირი ღირს. ჩემი პროდუქციის ფასი 4,50 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა. ამას იმით ავხსნი, რომ მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მომყავს გადამწვარი ნაკელით, სხვა სასუქს არ მოვიხმარ. ერთხანს ამას არ მიჯერებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედაქალაქში თურმე ჩემი პროდუქცია ზოგიერთმა ლაბორატორიაში შეამოწმა, მადლობა მითხრეს და ყაბაყს, სხვა მოსავალთან ერთად, ერთიანად ვყიდი. ქალაქში ჩემივე ავტომანქანით ჩამაქვს და კონკრეტულ სავაჭრო ობიექტს ვაბარებ.

– შეგიძლიათ გვიამბოთ, ყაბაყი როგორ მოგყავთ?

– მე პირადად გრუნტში მომყავს, ხარისხიან თესლს სასოფლო მაღაზიებში ვყიდულობ და ვთესავ. ერთი კვირის შემდეგ ყაბაყს უკვე ყლორტები აქვს. ერთი სახეობის ყაბაყის თესლი შეგვიძლია ყოველ 10 დღეში ერთხელ დავთესოთ.

განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი