ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები,,ჩვენი შვილი ლევანმა მოასვენა სახლში…” - ნანა მჭედლიშვილი ოჯახის ტრაგედიაზე

,,ჩვენი შვილი ლევანმა მოასვენა სახლში…” – ნანა მჭედლიშვილი ოჯახის ტრაგედიაზე

ქართულ სპორტს კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდა – ლევან თედიაშვილი, რომელიც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, იყო მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში.

ლევან თედიაშვილი უდიდეს ტკივილს ატარებდა. მისი ვაჟი აფხაზეთის ომში დაიღუპა. ამ დროს მის გვერდით იყო, საავადმყოფოში თავისი ხელით წაიყვანა, მაგრამ ექიმებმა ვერაფერი უშველეს. მისი მეუღლე, ოფთალმოლოგი ნანა მჭედლიშვილი ოჯახის ტრაგედიაზე ყვებოდა:

-1993 წელს მოხდა ეს ამბავი, 23 სექტემბერს… ვახო ლევანმა მოასვენა სახლში… იმ დილას ურეკია ვახოს, მაგრამ კაბელი იყო გაფუჭებული და ვერ ველაპარაკე. იმ თვითმფრინავით უნდა წამოსულიყვნენ, ბაბუშერაში რომ ააფეთქეს. დაბომბვა რომ დაიწყო, ბარძაყის არტერიაში მოხვდა ნამსხვრევი და სისხლდენით გარდაიცვალა. საავადმყოფოში წაიყვანა ლევანმა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს.

–მისი შეჩერება სცადეთ?
–არა და ვერც შევაჩერებდი. ლამის ქალებსაც კი უნდოდათ წასვლა და როგორ ვეტყოდი, შენ სახლში დარჩი-მეთქი. ლევანი ამის გამო მოსკოვიდან ჩამოვიდა, მეც შენთან ერთად წამოვალ, ერთი დღე დამელოდეო, სთხოვა. უნდოდა, დაეცვა შვილი. წინა დღეს ყველაფერი მოიმარაგეს, მეც გამოვუცხვე რაღაცები და ორივე გავაცილე…

ძალიან მხიარული ბიჭი იყო ვახო, სადაც მივიდოდა, სულ სიცილ-კისკისის ხმა ისმოდა. ადამიანებთან იოლად ურთიერთობდა, საოცრად პასუხისმგებლიანიც იყო. ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მანამდე სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, კარგად ხატავდა.

როდესაც ვახოზე ვფიქრობ, ვცდილობ, ფიქრი შევწყვიტო, თორემ შეიძლება გავგიჟდე. ჩემი მეორე ვაჟი – ბესო ძალიან დაიჩაგრა და გამოიცვალა ვახოს გარდაცვალების შემდეგ, სულ სხვანაირად ლაღი იყო და დაითრგუნა, ძალიან დააკლდა ძმა. ახლა მხოლოდ მისთვის ვცდილობ, ფეხზე ვიდგე. მას კარგი ოჯახი ჰყავს და ამით ბედნიერი ვარ.

ვახო ისე დავკრძალეთ, ბესოს არ გავაგებინეთ. არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა. რა ხდებაო, რაღაცას ეჭვობდა და კითხულობდა, მაგრამ ვეუბნებოდი, მალე შენთან მოვდივარ, ამერიკაში და ვახოს რომ რამე ცუდი დამართოდა, მანდ ხომ არ წამოვიდოდი-მეთქი. ორივე მშვიდობით დაბრუნდა-მეთქი ომიდან, ვატყუებდი. ბესო მაშინ 17 წლის იყო, მარტო ვერ გაუმკლავდებოდა დარდს.

READ  „სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არავის არ მოვუკითხივარ არასდროს, ღვთის ძალამ და მცხეთის მადლმა გადამარჩინა...“ - თათა ვარდანაშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სიახლეებზე საუბრობს

დაკრძალვის შემდეგ წავედი, თვითმფრინავიდან როგორც ჩამოვედი, შავი შარფი მოვიხსენი, რომ არ შეშინებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვუთხარი და ცოტა ხანს დავრჩი მასთან (წყარო ,,კვირის პალიტრა”).

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი