შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

ჩინეთში, ტიანძინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დამზადებული ტვინი აქვს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

გამოცემა ამ გამოგონებას ბიოკომპიუტინგში გარღვევას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა „ჰიბრიდული ადამიანურ-რობოტიზებული ინტელექტის“ შექმნის საწინდარი გახდეს.

რობოტის შესაქმნელად მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან ქსოვილი გაზარდეს და ნეირონულ ინტერფეისთან შეაერთეს. მსგავსი ტექნოლოგია ილონ მასკმა პროექტ Neuralink-ში გამოიყენა.

ჩინურმა რობოტმა უკვე ისწავლა სიარული, დაბრკოლებებისთვის თავის არიდება და საგნების აღება. ამასთან, რობოტს არ აქვს „თვალები“ – ის მხოლოდ ელექტრონული სიგნალებისა და სენსორული შეგრძნებების დახმარებით რეაგირებს. სპეციალისტების თქმით, ამ რობოტს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სკოლა, მასწავლებელი და მშობელი არ არის მზად სოციალური და ემოციური განათლების დანერგვისთვის – რა აჩვენა პარლამენტის მოკვლევამ
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი