ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე

ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის – როდიდან იქნება სიახლე

სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა ერთი ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. ჭკვიანი მარშრუტიზაციის სისტემა, რომელიც ყველა საბანკო ბარათს ამოიცნობს და გადახდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ოპტიმალურ გზას თავადვე აირჩევს.

რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის ვადებს, პაატა კვიჟინაძის თქმით, 2026 წლის აპრილიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხზე მსჯელობა გაიმართება და თარიღი შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელთა ნაწილი გადავადდა. მაგალითად, მუხლები, რომელიც საბარათე გადახდებზე ბანკებისთვის ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობდა, დროებით ამოღებულია პროექტიდან.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სელეზინის უსაფრთხოება და სარგებლიანობა - რა უნდა იცოდეთ
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი