პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე

ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე

ბრიტანეთმა 2022 წლის 8 სექტემბერს გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ამ ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ მეორე. დედოფალი იყო ხალხის ლიდერიც და მსახურიც, ხოლო მისი თავმდაბლობა და პატიოსნება ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა.

ჩარლზ მესამემ სიტყვით გამოსვლისას შექსპირის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ ელისაბედ მეორე იყო ნიმუში ყველა ცოცხალი პრინცისთვის.

ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე

ბუკინგემის სასახლემ დედოფალ ელისაბედ მეორის წერილი თებერვალში გამოაქვეყნა. ის მოსახლეობას მადლობას უხდიდა მხარდაჭერისთვის და ამბობდა, თუ ვის ისურვებდა გაერთიანებული სამეფოს მომდევნო დედოფლად.

„მუდამ მადლობელი ვარ იმ ერთგულებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემ მიმართ ავლენთ. როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ როცა ეს დრო მოვა, კამილა ცნობილი იყოს როგორც დედოფალი კონსორტი, რადგან ის განაგრძობს საკუთარ ერთგულ მსახურებას“, – აღნიშნულია თებერვალში გამოქვეყნებულ ელისაბედ მეორის წერილში…

 

გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი 6 მაისს დაადგეს.  კორნვოლის ჰერცოგინია კამილა კი დედოფალი კონსორტი გახდა.

ვინ არის კამილა

ალ­ბათ, სულ რამდენიმე ქალი იქნება ისე შეურაცხყოფილი და მიუღებელი საზოგადოებისთვის, როგორც კამილაა. ის დღემდე რჩება პრინცესა დაიანას შედარების ობიექტად და მიუხედავად დედოფლობისა, ის მაინც გარდაცვლილი ლედის ჩრდილშია. კამილას, ახლა უკვე დედოფალ კონსორტს, ჩარლზისა და დაიანას ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებენ.

დაიანამ 1995 წელს ცნობილ სკანდალურ ინტერვიუში BBC-სთან თქვა – “ამ ქორწინებაში სამნი ვართ”, მესამე ადამიანად მან სწორედ კამილა პარკერ-ბოულზი იგულისხმა, მისი ქმრის დიდი ხნის საყვარელი. დაიანა მეტოქეს “როტვეილერს” უწოდებდა.

მას შემდეგ, რაც 1997 წელს დაიანა პარიზში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა, ჩარლზი და კამილა საზოგადოებაში ერთად ჩნდებოდნენ, წყვილი 2005 წელს დაქორწინდა.

კამილა როზმერი შენდი ლონდონში 1947 წლის 17 ივლისს დაიბადა, ბრიტანეთის ერთ-ერთ გავლენიან ოჯახში. განათლება მან ლონდონში, შვეიცარიასა და საფრანგეთში მიიღო.

თვითდაჯერებული და მომხიბვლელი კამილა პრინც ჩარლზს პირველად დოღზე შეხვდა, 1970-იანი წლების დასაწყისში, ისინი მალე დაახლოვდნენ. თუმცა ქალი დარწმუნებული იყო, რომ მომავალი მეფე მასზე არასოდეს დაქორწინდებოდა და ცოლად გაჰყვა ბრიტანეთის არმიის ოფიცერს, ენდრიუ პარკერ ბოულზს.

სამეფო ოჯახიდან ქორწილს დედოფლის და, მარგარეტი და დედოფლის ქალიშვილი, პრინცესა ანა ესწრებოდნენ.

წყვილს 2 შვილი შეეძინა. ტომ პარკერ ბოულზი, რომლის ნათლია ჩარლზია, მწერალია, ლორა ლოპესი კი ხელოვნების კურატორი.

გრძნობა კამილასა და ჩარლზს შორის არ გამქრალა, მომავალი მეფე საყვარელ ქალს დაიანაზე დაქორწინების შემდეგაც ხვდებოდა. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი