ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს... 6 წელი...

“ძალიან პატარა მიმიყვანეს ბავშვთა სახლში და 12 წელი არავის მოუკითხავს… 6 წელი ვაგროვებდი ბინისთვის ფულს” – როგორ გახდა ბავშვთა სახლში გაზრდილი მარინე ფუტკარაძე მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონი

პარამკლავჭიდელი მარინე ფუტკარაძე საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნდა.

მისი საცხოვრებელი ბინის ერთი კუთხე სავსეა მედლებითა და სიგელებით. მარინე 18-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, 17-ჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამჯერად მოლდავეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო ჩასული და +70 კგ წონით კატეგორიაში იასპარაზე. მისი წყალობით საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ გაჟღერდა. გოგონა ამაყად იდგა კვარცხლბეკზე, სადაც ყველაზე მაღლა საქართველოს დროშა ფრიალებდა.

ზოგადად, მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატი ძალიან წარმატებული იყო ქართველი სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით პარამკლავჭიდელებისთვის. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვეს და – 36 ოქრო, 32 ვერცხლი და 28 ბრინჯაოს მედალი. ამ ადამიანებმა აჩვენეს, რომ თუ მიზანს დაისახავ, შეუძლებელი არაფერია.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოლდავეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი აიღეს.

მოლდავეთში მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასეთი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების წევრი მკლავჭიდელები და პარამკლავჭიდელები პრემიებს მიიღებენ.

მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17.000 ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს – 8.500, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს – 5.100 ლარი. რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, სადაც ასევე წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა ახალგაზრდებმა, პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5.100 ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს – 3.400, ხოლო მესამე ადგილზე გასულები 1.700 ლარს მიიღებენ. პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების პირველი ადგილის მფლობელები, 3.400 ლარის ოდენობით. პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები და სამედიცინო პერსონალიც.

პარამკლავჭიდელი მარინე ფუტკარაძე წლებია, სპორტის ამ სახეობაშია ჩართული და ის ორივე ხელით ერთნაირი წარმატებით ასპარეზობს. ამბობს, რომ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომა. ამ საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ მწვრთნელის პროფესიასაც დაეუფლა, სერტიფიკატი აიღო და სხვა ბავშვებსაც უსასყიდლოდ ეხმარება მიზნის მიღწევაში. უხარია მათი სიხარული და აღტაცებით საუბრობს სხვების მიღწევებზეც. არასდროს ავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც მას წარმატებების მიღწევაში დაეხმარნენ. მარინე აჭარაში, ბავშვთა სახლში გაიზარდა. ბავშვთა სახლში გაიზარდა მისი ორი დაც, თუმცა მისგან მოშორებით, ქუთაისში და დებმა ერთმანეთი ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ გაიცნეს.

სმენის პრობლემების მქონე მარინე ფუტკარაძის შესაძლებლობები ბათუმის ბავშვთა სახლში, მკლავჭიდის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა გოჩა შავაძემ აღმოაჩინა და ამის შემდეგ გოგონას სხვა ინტერესები გაუჩნდა.

მარინე ფუტკარაძე:

– პარაოლიმპიელები ძალიან კარგი შედეგებით დავბრუნდით საქართველოში. კიდევ ერთხელ მოვიპოვე ოქროს მედალი. ბედნიერი ვარ. არადა, ამ სპორტით სრულიად შემთხვევით დავინტერესდი. როგორც ჩანს, ძალიან პატარა მიმიყვანეს მახინჯაურის ბავშვთა სახლში და იქ დამტოვეს, ამიტომ მშობლები არ მახსოვს. ძალიან კარგ პირობებში ვიზრდებოდი. როცა წამოვიზარდე, მახინჯაურიდან ბათუმის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. 12 წლის განმავლობაში ჩემთვის არავის მოუკითხავს. სმენა დაქვეითებული მქონდა. ერთხელ ქუჩაში მიმავალს მანქანა დამეჯახა, რადგან ყურში არ მესმოდა. მაშინ გადავრჩი. ბავშვთა სახლის პედაგოგმა, ჩემმა აღმზრდელმა გიული თავბერიძემ აღმოაჩინა, რომ სმენის პრობლემა მქონდა. სმენადაქვეითებულის დიაგნოზი დამისვეს და აპარატიც მაჩუქეს. ახლაც მახსოვს ის რეაქცია, რაც მაშინ მქონდა. მანამდე არაფერი მესმოდა, აპარატს რომ ვიკეთებდი, უკვე რაღაც ხმები “მოდიოდა”. ამით შანსი მომეცა, ლაპარაკი მესწავლა. ჩვენი დირექტორი, ბატონი გია ვერძაძე მართლა ყველაფერს აკეთებდა, ბავშვებს კარგი განათლება რომ მიგვეღო. ჩვენ გვერდით ბევრი კეთილი ადამიანი იყო და მადლიერი ვარ მათი. მანამდე ლაპარაკიც კი არ ვიცოდი, შემდეგ დავიწყე გაკვეთილებზე სიარულია. მართლა ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა როგორც ბავშვთა სახლში, ასევე საჯარო სკოლაში: ბათუმის მე-20 სკოლა დავამთავრე. განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ფეიხოა -ძალიან სასარგებლო ხილი

ნოემბერი 24, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი