ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedწარმატების მომტანი რიტუალები მიხეილ ცაგარელისგან

წარმატების მომტანი რიტუალები მიხეილ ცაგარელისგან

ბევრს აინტერესებს დრაკონის საკვები – პირველ რიგში, დრაკონს ხორცი უყვარს, მაგრამ არც ტკბილეულზე და ეგზოტიკურ საკვებზე არ იტყვის უარს. იგივე შემიძლია გითხრათ სასმელზეც, სხვა წლებისგან განსხვავებით, ამ კუთხით არავითარი შეზღუდვა არ გვაქვს.

ამიტომ, სუფრა, თქვენი გემოვნების შეხედულებისამებრ, შესაბამისად უნდა იყოს წარმოდგენილი.

უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული რიტუალები იქნება მნიშვნელოვანი, მაგალითად, რიტუალი, რომელიც სანთელს უკავშირდება. სანთელი უნდა გვქონდეს ორი ცალი და რატომ? რადგან ძირითადი რიცხვი არის 8, ხოლო 8-ის შემადგენელი ერთეული არის 2, ამიტომ 8-ზე რომ არ გავიჭრათ, ორი სანთელი სრულიად საკმარისია.

რა უნდა გავაკეთოთ: 2 სანთელი ახალი წლის დადგომამდე 15-20 წუთით ადრე უნდა დავანთოთ, ერთს წინა წლისთვის მადლობა გადაუხადეთ, არ აქვს მნიშვნელობა კარგი იყო თუ ცუდი, თუ ცუდი იყო მან თავისი კარმული ვალები წაიღო და აწი ურთიერთობას გააუმჯობესებს.

მეორეს კი ჩავუთქვათ, რა გვინდა მომავალ წელს. ეს იმისთვის, რომ თქვენი მენტალური ენერგია სურვილებისა, ჩანაფიქრების და ა.შ, ანთებულ სანთელთან ერთად მომავალ წელს გადავიდეს, რადგან ცეცხლის ენერგია ძალიან დიდ აკუმულირებას ახდენს და შესაბამისად, ენერგიები და სურვილები შესანიშნავად გადააქვს.

კიდევ ერთი რიტუალი, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს გახლავთ 2-ლარიანთან დაკავშირებული რიტუალი, ან სულაც 2 ერთლარიანი შეგიძლიათ გამოიყენოთ და რას ვაკეთებთ? სუფრაზე, სადაც კატა-კურდღელი და დრაკონი გვიდევს, იქ პატარა ხის ნაკეთობას მოათავსებთ. საერთოდ, რაც მეტი ხის ნაკეთობები გექნებათ, მით უკეთესი. ხის ნაკეთობებთან დავდოთ წყალიც, ხოლო ხის ნაკეთობებსა და წყალს შორის 2 ლარიანი.

ამ 2 ლარიანს რომ დადებთ, სურვილი ჩაუთქვით, რა გინდათ, რომ მომდევნო წელს, ფინანსური თვალსაზრისის გაძლიერების კუთხით მოხდეს, რათა ამით ფინანსური ენერგიის აკუმულირება მოხდეს. დატოვეთ დილამდე და დილით საფულეში ჩაიდეთ, ეცადეთ, რომ ეს ფული ნახევარი წელი არ დახარჯოთ, ივნისის შუა რიცხვებამდე. აი, მერე უკვე აუცილებლად უნდა დახარჯოთ, რაც ასევე ხელს შეუწყობს ფინანსური რესურსის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება ნაძვის ხეს, უკეთესია თუ ოთახის აღმოსავლეთით იქნება, ეს ენერგოველი ამ მხრივ ძალიან პოზიტიურია, გვერდით აუცილებელია ჰქონდეს ჩიჩილაკი, როგორც ხის სტიქიის წარმომადგენელი. კარგი იქნება მაგალითად, ლიმონის ტოტები, ასევე მანდარინის, რომელიც აღმოსავლეთში მათ ნაძვის ხედ მიიჩნევა.

ასევე, ბროწეული ან ფორთოხალი, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღები იქნება, რადგან მიიჩნევა, რომ ეს არის ხვავის ბარაქის, სიხარულისა და სიყვარულის სიმბოლოები. ამიტომ, თუნდაც იყოს ხელოვნური, ეს უკვე კარგია.

ეცადეთ, რომ მეკვლე დრაკონივით აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური, კეთილშობილი იყოს. ხასიათით ოპტიმისტი, გონებამახვილი და ამასთან ერთად, თუ შემოქმედი იქნება, კიდევ უკეთესი.

რა უნდა შემოიტანოს მეკვლემ? – ორი ცალი ლიმონი, ორი ცალი ფორთოხალი ან ბროწეული, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ასე შემოდის გულუხვი გულით და სასიკეთო სურვილებით, რათა წელიწადი კარგი იყოს.

კარგი იქნება თუ ახალ წელს სახლში შევხვდებით და შემდეგ გავალთ. გავითვალისწინოთ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პიროტექნიკასთან, რადგან ხის სტიქიის წელიწადია და ხეს ცეცხლი არ უყვარს, ამიტომ თუ თქვენთან ხანძარი გაჩნდა ან სხვა მსგავსი პრობლემა, ე.ი წელიწადი ძალიან პრობლემური იქნება.

ეს რიტუალები საჭიროა იმისთვის, რომ ახალ წელიწადს დადებითად შევხვდეთ, რაც ხელს შეუწყობს წინსვლასა და წარმატებას, როგორც პირადი, ისე ჯანმრთელობისა და კარიერული ურთიერთობების კუთხით. წყარო

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი