ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„ხალხის სიკეთის წყალობით მალე ლიზის ახალი სახლი ექნება.. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც...

„ხალხის სიკეთის წყალობით მალე ლიზის ახალი სახლი ექნება.. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი დარიცხეთ ამ ოჯახისათვის“ – ნანა შველიძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ნანა შველიძე, რომელმაც „სიკეთის ქალაქის“ მეშვეობით ხაშურელი ლიზის და მისი ოჯახის გაჭირვების შესახებ გვიამბო, ახლა სოციალურ ქსელში წერს, რომ კეთილი ადამიანების დამსახურებით, მალე ლიზის ახალი სახლი ექნება.

ნანა შველიძე მადლობს უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც სიუჟეტის გასვლის შემდეგ ლიზის ოჯახს პირადად ესტუმრნენ და როგორც ფინანსურად, ასევე საკვებით, სათამაშოებით და სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარნენ.

„სიკეთის ქალაქში ხალხის სიკეთის დღეა.. ალბათ ყველას გახსოვთ ხაშურელი გოგონას ისტორია.. ხალხის სიკეთის წყალობით მალე ლიზის ახალი სახლი ექნება… უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას… ვინც თუნდაც 1 ლარი დარიცხეთ ამ ოჯახისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისათვის ბატონ დიმიტრი აბდუშელიშვილს, ამ მადლიანმა ქართველმა კაცმა სიკეთის ქალაქის შეგროვებულს სოლიდური თანხა დაამატა და დღეს ლიზის ოჯახს უკვე აქვს თანხა სახლის შესაძენად…

ვიდეო: კახა მამულაშვილი პატარა ლიზას ოჯახს ესტუმრა: „ლიზას, რომელსაც ტორტი არ აჩუქეს, ძალიან მაგარი საჩუქარი ჩავუტანეთ…“

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ასევე მამულიჩას, Kakhi Mamulashvili რომელიც პირადად ჩავიდა ლიზისთან ,მოინახულა და… გაახარა ბავშვები.. მადლობა მინდა ვუთხრა უამრავ ადამიანს, 2 კვირაა არ შეწყვეტილა იმ ხალხის ნაკადი, ვინც თავად ესტუმრა ლიზის.. მიაწოდეს საკვების მარაგი ტანსაცმელი და სათამაშოები…

ქართველებო ეს დიდი სიხარული ჩვენი ერთად დგომის შედეგია… მადლობა ამისათვის თითოეულ თქვენგანს. მადლობა ქართველ ემიგრანტებს ესპანეთის ქალაქ კორდობიდან… მადლობა რეჯო ემილიას ემიგრანტებს ელენეს და მის მეგობრებს… მადლობა ყველას ვინც გულთან მიიტანეთ ლიზის ისტორია და დახმარების ხელი გაუწოდეთ.

ხალხის სიკეთის წყალობით ამ სახლში ახლა ბედნიერი ბავშვები ცხოვრობენ ჩემო მადლიანო ქართველებო მეიმედებით და მიხარიხართ… მადლობა ყველას, ვინც აზიარებთ სიკეთის ქალაქის ვიდეოებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია… რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია ერთმანეთს შევატყობინოთ სხვისი ტკივილი და დარდი.

მიყვარხართ ქართველებო… გააზიარეთ ეს ვიდეოც… რათა ყველამ ნახოს რა ძალა აქვს ხალხის სიკეთეს… ჩვენ ასე ერთად ერთმანეთის გადარჩენას შევძლებთ. Zura Jgamadze“, – წერს ნანა შველიძე.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „ამ პროფესიაში მთავარი ღირსების შენარჩუნებაა” – ჟურნალისტი ანა შანიძე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი