შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიხელსახოცი, რომელზეც 13 წლის ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, აუქციონზე გაიყიდება

ხელსახოცი, რომელზეც 13 წლის ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, აუქციონზე გაიყიდება

ხელსახოცი, რომელზეც 13 წლის ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმა, ბრიტანეთში, Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდება. BBC-ის ცნობით, ლოტის სასტარტო ფასი 300 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.

ხელსახოცი, რომელსაც 2000 წლის დეკემბერში 13 წლის მესიმ და „ბარსელონას“ მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა კარლეს რექსაჩმა მოაწერეს ხელი, ადასტურებდა, რომ კატალონიური კლუბი მესისთან კონტრაქტს გააფორმებს. მას ასევე ახლავს „ბარსელონას“ სატრანსფერო მრჩევლის, ხოსეპ მინგელიას და საფეხბურთო აგენტ ორასიო გაჯიოლის ხელმოწერები.

ხელსახოცზე კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ერთ თვეში მესი „ბარსელონას“ შეუერთდა, 16 წლის ასაკში მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, საერთო ჯამში კი 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი