ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიხიდზე გადასვლისას იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ამ ჭყლეტაში ბავშვი მდინარეში გადავარდა... -...

ხიდზე გადასვლისას იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ამ ჭყლეტაში ბავშვი მდინარეში გადავარდა… – სვეტიცხოვლის სასწაული, რომელსაც ასობით ადამიანმა იხილა

სვეტიცხოველს არაერთი სასწაული უკავშირდება, რომლის ნაწილი საზოგადოებამ დღემდე არ იცის.

X საუკუნის 30-იანი წლები იდგა. კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, ღამისთევის ლოცვაზე უამრავი ხალხი შეკრებილიყო. პირველი ოქტომბერი, კვირადღე თენდებოდა. ღამის ოთხ საათზე ქრისტესთვის სულელმა წმინდა ანდრიამ აღაპყრო ზეცად თვალნი და იხილა მზეებრ ბრწყინვალე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ლოცულობდა და თავისი ომოფორით დაჰფარვიდა იქ მყოფთ. “ხედავ, შვილო, დედოფალს და ჩვენს უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მთელი სამყაროსთვის მლოცველს?” – ჰკითხა წმინდა მამამ სულიერ შვილს ეპიფანეს. “ვხედავ, მამაო, და შევძრწუნდები”, – უპასუხა მან. წმინდა ანდრიას ამ ხილვის აღსანიშნავად ეკლესიაში დღესასწაული დაწესდა. ალბათ არცთუ შემთხვევით, იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალე სვეტის დღესასწაულს ვზეიმობთ. “ზეითგამოქსოილი” უფლის კვართი დამალავს “შიშვლოებასა სულისა ჩვენისა ცოდვისა მიერ”. საუფლო კვართიც ხომ მცველად და მფარველად მოენიჭა, გადაეფარა ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ნეტარება ჩვენ, ქართველებს, ამდენი სიწმინდის პატრონთ. აღმოსავლეთ საქართველოში უფლის კვართი და მისი ხელთუქმნელი ხატია დაბრძანებული, დასავლეთ საქართველოში – ღვთისმშობლის კვართი და სარტყელის ნაწილი. უფრო მეტი სასოებით რომ მივუახლოვდეთ უფლის კვართს და “ვიხილოთ და შევძრწუნდეთ” მისი სიწმინდით, ამისთვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სვეტიცხოვლის მიერ მოხდენილი სასწაულები.

მას შემდეგ, რაც წმინდა სიდონიამ იერუსალიმიდან ძმის მიერ ჩამოტანილი საჩუქარი გულზე მიირქვა, გარდაიცვალა და კვართიანად დაკრძალეს, საუფლო კვართი არავის უხილავს. მისი მოძებნა სცადა მეფე არმაზელმა, მაგრამ საფლავის მთხრელთ თვალთ დაუბრმავდა. დროთა განმავლობაში დაიკარგა სიდონიას საფლავი და დაიკარგა უფლის კვართის სამყოფელიც. მაგრამ მასზე ამოსულმა კვიპაროსმა და ამავე ხისგან გამოთლილმა სვეტმა ცხოველმა დაარწმუნა ქართველები, რომ საუფლო კვართი იქვე არის დაკრძალული. ხის სვეტმა თავისი სიცოცხლე ხომ უფლის კვართისგან შეიძინა.

როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული “ჰაერთა ზედა საკვირველად დამოკიდებული” სვეტის ამბავი შეიტყვეს, მთელი მცხეთა და გარეშემო სოფლების მოსახლენი დაიძრნენ არაგვისა და მტკვრის შესართავისკენ, მეფის ბაღისკენ, იქით, სადაც ეს სასწაული ხდებოდა. მათ შორის იყო ერთი ურია დედაკაცი, წარმართი კერპთმსახური კაცის ცოლი, რომელსაც თან თავისი ოთხი წლის მხოლოდშობილი ძე მიჰყავდა.

ხიდზე გადასვლისას იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ამ ჭყლეტაში ბავშვი მდინარეში გადავარდა, საცოდავი დედაც თან გადაჰყვა შვილს. ატყდა ერთი ვაი და ვიში. მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენნი, ღმერთო! ადიდებული მდინარის წყლის ორმა ნაკადმა დედა-შვილი შეაერთა, გამძვინვარებულმა არაგვმა ჩამოიყვანა მეფის ბაღამდე და ნაპირზე გამორიყა.

ვიდრე წყალი გამორიყავდა, დედა-შვილს თავზე ნათელი ედგათ, რომელიც იცავდა მათ კლდეებზე მიხეთქებისგან. შემოეხვია ხალხი. ეკითხებოდნენ, როგორ გადარჩითო. ქალი ტირილით ჰყვებოდა:

“წყალში რომ აღმოვჩნდი, საკვირველი ნათელი ვიხილე ცეცხლის სვეტის სახით, რომელიც გამოდიოდა ამ ბაღიდან, იმ ადგილიდან, სადაც სვეტია აღმართული. ამ სვეტმა მე და ჩემი შვილი შეგვაერთა და ის გულში ჩავიკარი. უვნებლად გამოვცურეთ. სვეტი, როგორც ნავს საჭე, ისე გვმართავდა. არც ღელვა შეგვეხებოდა და არც კლდესთან მიგვიშვებდა. გამოგვიყვანა აქამდე და ის ნათელი ისევ სვეტში შევიდა, საიდანაც პირველად გამოვიდა, “რამეთუ სვეტსა ამას ცეცხლისასა (სვეტიცხოველი იმ დროს “ცეცხლისა სახედ იყო შეცვალებული”) შეერთებულ არს სვეტი იგი ნათლისა, წიაღმყვანებელი ჩვენიო”.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
პამუკალე: თურქეთის ცხელი წყაროები, სადაც ლეგენდის თანახმად კლეოპატრა ბანაობდა

პამუკალე: თურქეთის ცხელი წყაროები, სადაც ლეგენდის თანახმად კლეოპატრა ბანაობდა

12 February, 2025
„კონსილიუმ მედულამ“ „Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება სამედიცინო მომსახურების უმაღლეს სტანდარტებში

„კონსილიუმ მედულამ“ „Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება სამედიცინო მომსახურების უმაღლეს სტანდარტებში

თებერვალი 12, 2025
არც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში – კონტეს “ნაპოლიში” პრობლემები არ ელევა

არც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში – კონტეს “ნაპოლიში” პრობლემები არ ელევა

12 თებერვალი 2025
რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

რა ტიპის განათებები უნდა გამოვიყენოთ სააბაზანოში

თებერვალი 12, 2025
სვანეთში უძველესი ისტორიის მქონე დღესასწაული, ლამპრობა წელსაც, ტრადიციულად, ხალხმრავალ გარემოში აღინიშნა

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

თებერვალი 12, 2025
სახის ნიღაბი როგორ მოვამზადოთ საბავშვო ფაფისგან

სახის ნიღაბი როგორ მოვამზადოთ საბავშვო ფაფისგან

თებერვალი 12, 2025
რომი – რა უნდა ვიცოდეთ იტალიის დედაქალაქში გამგზავრებამდე

რომი – რა უნდა ვიცოდეთ იტალიის დედაქალაქში გამგზავრებამდე

12 თებერვალი 2025
„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2025
2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი