ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"10 წლის ვიყავი, მამამ მითხრა: "ომში მივდივარ, შენი ჭირიმე, პაპიროსს არასდროს მოკიდო...

“10 წლის ვიყავი, მამამ მითხრა: “ომში მივდივარ, შენი ჭირიმე, პაპიროსს არასდროს მოკიდო ხელიო…” – შალვა ამონაშვილი მშობლისა და მასწავლებლის ავტორიტეტზე

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი გადაცემაში “იმედის დღე” საუბრობს, როგორი უნდა იყოს მასწავლებლისა და მშობლის მიდგომა, რომ ბავშვს მოტივაცია არ დაეკარგოს და უფროსების მიმართ პატივისცემაც გამოიჩინოს:

– ბავშვს მოტივაცია სჭირდება. რა მოტივს ვაძლევთ სწავლისათვის, ცხოვრებისათვის, ურთიერთობებისათვის? სკოლაში უარყოფითი მოტივებით მიდის იმიტომ, რომ ვაძალებთ. ჩვენც, დიდები, რასაც გვაძალებენ, იმას გავურბივართ. თუმცა, ნებისყოფა გვაქვს და ვიცით, რომ, მაგალითად, სამსახურია და აუცილებელია. ბავშვს თავისუფლება უნდა. დააძალებ? – გაგექცევა. აარჩევინებ? გამოგყვება. ამიტომ, თუ მასწავლებელი ასე მოიქცევა, როცა ბავშვს სკოლაში ხვდება, თავად აარჩევინებს დავალებას – შესთავაზებს არჩევანს, რომელი გააკეთონ, ბავშვს მოტივაცია ეძლევა, ჩვენთან ითანამშრომლოს და დიდად იგრძნოს თავი. ასე სკოლაში მისვლა მოუნდება და გაუხარდება. როგორ უნდა მოიყვანო ბოსტნეული, თუ კარგი სასუქი არ დაუყარე? ბავშვს “სასუქი” სჭირდება. თუ ბავშვს მასწავლებლის თვალები, მისი კეთილი სიტყვა, მოფერება, წაქეზება, გაოცება, გაკვირვება არ ახარებს და თუ მარტო შემდეგი რამ ესმის: “ადექით! დასხედით! გააკეთეთ! ჩაწერეთ! გიკარნახებთ!” – ეს იძულებაა. მოტივი არ არის. იქ არც დიდი ხარ და არც თავისუფალი…

თუ მე, როგორც მამა ან მასწავლებელი, ავტორიტეტი ვარ, შემიძლია, ბავშვს ვუთხრა, ეს არ გააკეთო. ჩვენი სიტყვა მისთვის დაცვითი პედაგოგიკა უნდა იყოს. შესაძლოა, ახლო-მახლო არ ვიყოთ, მაგრამ ჩვენი სიტყვა, როგორც ფარი, ისე უნდა ჰქონდეს და არ გააკეთებს. 10 წლის ვიყავი, მამამ მითხრა: “ომში მივდივარ, შენი ჭირიმე, პაპიროსს არასდროს არ მოკიდო ხელიო.” გავიდა წლები, გავიარე მე-8 კლასიც, მე-11 კლასიც, პირველი კურსიც, სამხედრო შეკრებებიც. ყველგან ეწეოდნენ, მაგრამ გავიარე იმიტომ, რომ მამაჩემის ძახილი მომყვებოდა, ეს არ გააკეთოო. მთხოვა, ხელი ჩამომართვა, ჩამიხუტა, მითხრა, შენი მჯერაო და 10 წლის ბავშვს ფარად დამრჩა. ამ ფარით დღემდე დაცული ვარ. კიდევ სხვა ფარებიც მაქვს…

შალვა ამონაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მასწავლებლები, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, რომ ბავშვს ზედმეტად ბევრი დავალება არ მისცენ:

READ  „დადაამ…ბიძაშვილი დედის მხრიდან“ – თამუნა მუსერიძე ნათესავებთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს გვიზიარებს

– ამ ბავშვებთან 2-3 მასწავლებელი მაინც მიდის. მათ ერთმანეთთან დუეტი, ტრიო, კვარტეტი, პატარა ანსამბლები უნდა შექმნან და ერთმანეთს უთხრან: “მე მივცემ დღეს დავალებას და შენ არ მისცე.” ხვალ მეორემ მისცეს… რაღაც დოზები დავიცვათ, ჩემო ძვირფასებო. ამავე დროს, დავალების მომზადებისათვის ვუთხრათ, “თუ შეიძლება, ხვალისთვის ასეთი სიურპრიზი გამიმზადეთ, ბავშვებო, და მე რა გაგიმზადოთ?” რაიმე დავალებას რომ ვაძლევთ, მათაც დაგვავალონ რამე. ეს არის ჰუმანურობა, სულის დისციპლინა. სკოლა ჰუმანური იქნება, თუკი იტყვის, რომ ასეთი პრინციპები აქვს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

9 April, 2025
5 დაავადება, რომელიც კანს აზიანებს და შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს

5 დაავადება, რომელიც კანს აზიანებს და შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს

აპრილი 9, 2025
ფიფქიას ახალი ეკრანიზაცია. რატომ გახდა რეიჩელ ზეგლერი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი

ფიფქიას ახალი ეკრანიზაცია. რატომ გახდა რეიჩელ ზეგლერი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი

9 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი