6 ლამაზი სახელი გოგონასთვის, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულ პატარებს განსაკუთრებით უხდებათ

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
მშობლები ხშირად ერთობიან გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებული გოგონებისთვის სახელის შერჩევაში. მაგრამ ამ პროცესს ახლავს უამრავი მითი და მცდარი წარმოდგენა.

მშობლები ხშირად ეძებენ ლამაზი ჟღერადობის, შედარებით იშვიათ სახელებს. წარმოგიდგენთ 6 სახელს გოგონასთვის, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულ ბავშვებს განსაკუთრებით მოუხდებათ.

როზი – “ყვავილების დედოფალი”. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სახელი ჩვენთან ბიზანტიიდან შემოვიდა და ის ამავე სახელწოდების ყვავილის, ვარდის სახელიდან მომდინარეობს.

ვიოლეტი, ვიოლა – ლათინურად “იისფერს” ნიშნავს. იტალიასა და საფრანგეთში ვიოლეტი ძალიან გავრელებული სახელია. საქართვლოში კი ეს ლამაზი სახელი სახელი დაუმსახურებლად მოკლებულია ყურადღებას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ლილი – მომდინარეობს ლათინური ლილიუმიდან – ყვავილის სახელწოდებიდან. მაგრამ არსებობს ამ სახელის წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია. ითვლება, რომ ლილი სახელ ლილიტის შემცირებული ფორმაა. ებრაულ მითოლოგიის მიხედვით, ის ადამის პირველი ცოლი იყო.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ჟასმინი -გახსოვთ მშვენიერი პრინცესა ალადინის ზღაპრიდან? მის სახელს სპარსული ფესვები აქვს და, რა თქმა უნდა, “ჟასმინის ყვავილს” ნიშნავს. გადატანითი მნიშვნელობით ის ასევე ითარგმნება როგორც “ღმერთების საჩუქარი” და “სურნელოვანი”.

ფლორა – ლათინურად ნიშნავს “აყვავებულს”, “მდიდრულს”. ეს რომაული ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთის სახელია. ევროპის ქვეყნებში ძალიან გავრცელებულია მისი მამაკაცური ფორმაც კი, ფლორიანი.

მარგარიტა – სხვათა შორის, ამ სახელის წარმოშობაზე ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მას გვირილას ყვავილის ჯღერადობა აქვს, მისი მნიშვნელობა ყვავილებთან არაფერ შუაშია. ბერძნულიდან თარგმნილი ეს სახელი “მარგალიტს” ნიშნავს.

 

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. 6 ლამაზი სახელი გოგონასთვის, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულ პატარებს განსაკუთრებით უხდებათ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/6-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95/
sheniganatleba.ge
READ  „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ - პედიატრი მშობლებს მიმართავს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network