ფლორიდაში პოლიციამ 14 და 15 წლის თინეიჯერი ძმები დააკავა. 14 წლის მოზარდმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 23 წლის დას, რის შემდეგაც მსროლელს 15 წლის ძმამ ესროლა.
პოლიციის ინფორმაციით, მათ შორის დაპირისპირება საშობაო საჩუქრების გამო დაიწყო – დავობდნენ იმაზე, თუ ვინ მიიღებდა უფრო მეტ საჩუქარს.
23 წლის ახალგაზრდა ქალს, აბრილ ბოლდუინს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მკერდის არეში აქვს მიყენებული.