1500 და 4500 ლარი ოჯახებს – ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
სოციალური დახმარების სისტემაში გამოვლენილი ხარვეზები განათლების სფეროსაც უკავშირდება. 97 825 ლარის ხელფასის მქონე ოჯახების სტატუსების გადამოწმება განათლების რესურსების სამართლიან განაწილებასაც შეუწყობს ხელს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა:

I შვილი – 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;
II შვილი – 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;
III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.

ტყუპები – 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:

I შვილი – ყოველთვიურად 150 ლარი;
II შვილი – 300 ლარი;
III შვილი – 450 ლარი;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.

ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.

ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს “მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის” სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან

9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.საკრებულოს დადგენილება “თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის” დამტკიცების შესახებ იხილეთ ბმულზე.

READ  თბილისის მერია სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის