პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები27 წლის წინ გატაცებული მოზარდი მეზობლის ჭაში დატყვევებული იპოვეს - ამბავი, რომელსაც...

27 წლის წინ გატაცებული მოზარდი მეზობლის ჭაში დატყვევებული იპოვეს – ამბავი, რომელსაც ახსნა ვერ მოუძებნეს

ომარ ბინ ომრანის შემთხვევამ ყველა შოკში ჩააგდო. მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მედიაში 12 მაისს გავრცელდა. ალჟირის პატარა ქალაქში აღმოაჩინეს მამაკაცი, რომელსაც თითქმის 30 წელი ეძებდნენ.

ომარ ბინ ომრანი 1996 წელს 17 წლის ასაკში გაუჩინარდა: ის სკოლაში დილით ადრე წავიდა, მაგრამ გაკვეთილების შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულა. იმ დროს ქვეყანაში რთული პერიოდი იყო – სამოქალაქო დაპირისპირება პიკს აღწევდა, ადამიანები ყოველდღე ქრებოდნენ და კვდებოდნენ, ამიტომ მშობლები შვილის გაუჩინარებას საომარი მოქმედებების ჩატარებას უკავშირებდნენ. როდესაც ომარი გაუჩინარა, იფიქრეს, რომ თავდასხმების დროს დაიჭრა და გარდაიცვალა ან ისლამისტური ჯგუფის წევრებმა გაიტაცეს.

წლები ისე გავიდა, რომ ომარი ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც გარდაცვლილი. ბოლოს ოჯახმა ხელი ჩაიქნია და ბედს შეეგუა. თუმცა, როგორც გაირკვა, ომარი 27 წლის განმავლობაში საკუთარი სახლიდან 200 მეტრში იმყოფებოდა. ის ხანში შესულმა მეზობელმა თივით სავსე ჭაში ჩააგდო. რა მიზნით გააკეთა მან ეს, ამჟამად სამართალდამცავები იძიებენ.

საქმე მოულოდნელად გაიხსნა. გამტაცებლის ძმა, რომელსაც მემკვიდრეობის გაყოფა არ სურდა, პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ მის ძმას ბიჭი ჰყავდა დატყვევებული. გეგმამ მართლაც გაამართლა. ახლა 61 წლის გამტაცებელს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

თავად ომარი ამჟამად მკურნალობის კურსს გადის. მას ყოველდღიურად სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება უტარდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულმა პატიმრობის მთელი დრო ამოვსებულ ჭაში ისე გაატარა რომ მზის შუქი არ უნახავს.

გამტაცებელმა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მსხვერპლი ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მიაჯაჭვა და ომარი მათი გავლენის ქვეშ 27 წლის განმავლობაში რჩებოდა.

ომარის დედა, სამწუხაროდ, მის გამოჩენას ვერ მოესწრო. ქალი 2013 წელს ისე გარდაიცვალა, რომ შვილის შესახებ არაფერი იცოდა. გამტაცებელმა ამავდროულად ომარის ძაღლიც მოკლა. როგორც ცნობილია, ძაღლი 17 წლის მოზარდის ადგილსამყოფელს გრძნობდა, ჭასთან მიდიოდა და იქ რჩებოდა. გამტაცებელმა იფიქრა, რომ ამ გზით ოჯახს შვილის კვალზე გასვლა შეეძლო და ამიტომ, ძაღლი მოკლა. ახლა სამართალდამცავები დანაშაულის ჩადენის მოტივს იკვლევენ და ცდილობენ, დაადგინონ, რატომ გაიტაცა მეზობელმა 17 წლის ბიჭი და როგორ ცხოვრობდა ის მთელი ამ დროის განმავლობაში. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი