3 უნივერსიტეტის 5 პროგრამა, რომლებზეც აკრედიტაციის საბჭო 20 ივნისს იმსჯელებს

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა

განათლების ხარისხს განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 20 ივნისის სხდომის დღის წესრიგშია 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა საკითხის განხილვა:

1. შპს საქართველოს უნივერსიტეტის ქართული ტრადიციული მუსიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

2. შპს საქართვლოს უნივერსიტეტის ინოვაციური ლიდერობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

3. შპს ევროპის უნივერსიტეტი „სტომატოლოგიის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

4. სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ისტორიის” საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;

5. სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის “საქართველოს ისტორიის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა.

საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით.

“საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით”, – განმარტავს განათლების ხარისხს განვითარების ეროვნული ცენტრი.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის