34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ლონდონის სამხატვრო გალერეაში მომავლის გამოფენა გაიხსნა: კლასიკური ნახატები „ჩარჩოებიდან ამოიღეს“ და ნეიროქსელის საშუალებით „გააცოცხლეს“.

დამთვალიერებელს შეუძლია არა მხოლოდ დატკბეს ფერწერის შედევრებით, არამედ, ფაქტობრივად, მათი  მათი პერსონაჟი გახდეს. ნახატები თქვენ თვალწინ „ცოცხლდებიან“ და შეგიძლიათ თავბრუდამხვევი  შთაბეჭდილება მიიღოთ.

თითოეულ ამ ფილმს აქვს თავისი კომპოზიცია, რომელიც კლასიკური და თანამედროვე ნამუშევრების კომპილაციაა. შეგიძლიათ ბოსხის, კლიმტის, დალის და სხვა გენიოსების შედევრებში ჩაიძიროთ.

განსაკუთრებული მაინც რემბრანდტის ტილოს „ქრისტე გალილეის ზღვაზე ქარიშხლის დროს“ (1633) ნეიროქსელური ვარიაციაა – ეს არტ-ნამუშევარი უნიკალურია იმითაც, რომ რემბრანდტის შედევრი 34 წლის წინათ მუზეუმიდან მოიპარეს და ჯერაც ვერ იპოვეს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

READ  ლატარეაში მოგებული 10 მილიონი დოლარი, რომელმაც ქალის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის