43 წლის აჰმედ ალ აჰმედი – გმირი, რომელმაც ტერაქტის დროს ებრაელები გადაარჩინა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელმაც თავდასხმისას შეიარაღებულ პირს იარაღი გამოგლიჯა. ის 43 წლის აჰმედ ალ აჰმედი აღმოჩნდა. მას საზოგადოებამ გმირი უწოდა.

ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მიიჭრა აჰმედ ალ აჰმედი შეიარაღებულ თავდამსხმელთან, წაართვა მას იარაღი და აიძულა უკან დაეხია.

როგორც ირკვევა, სროლის დროს, 43 წლის აჰმედ ალ აჰმედი თავადაც დაიჭრა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მისი ოჯახის ინფორმაციით, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აჰმედ ალ აჰმედი, ხილის მაღაზიის მფლობელი და ორი შვილის მამაა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ცნობისთვის, თავდასხმა ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს მოხდა – პოლიციის თქმით, მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ.

პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირები, რომლებიც შეკრებილებს თავს დაესხნენ, მამა-შვილი იყო. პოლიციამ 50 წლის მამაკაცი ადგილზე მოკლა. 24 წლის მამაკაცი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.

სიდნეიში, ბონდი ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 წლის გოგონაა.

პოლიციის ცნობით, სიდნეიში ებრაული თემის უსაფრთხოებისა და მხარდაჭერისთვის დამატებითი ზომების მისაღებად 328 ოფიცერია მობილიზებული.

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. 43 წლის აჰმედ ალ აჰმედი – გმირი, რომელმაც ტერაქტის დროს ებრაელები გადაარჩინა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/43-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%b0%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93-%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%90%e1%83%b0%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
READ  გაკოტრების შემდეგ, როგორ იშოვა ხელმეორედ მილიონები თემურ კილაძემ?
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network