პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლება5 აგვისტოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო – ვადები და დეტალები

5 აგვისტოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო – ვადები და დეტალები

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეს, 5 აგვისტოს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დადგენილებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება 2024 წლის 5 აგვისტოდან 2024 წლის 28 დეკემბრამდე, თავდაცვის კოდექსის საფუძველზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო  სამსახურში ორგანიზებულად გაწვევის მიზნით.

დადგენილებაში ვკითხულობთ:

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 900-ით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1078-ით;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 627-ით;

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 320-ით.

ვის გაიწვევენ და რა ვალდებულება აქვს გაწვეულ პირს:

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება.

ამ დადგენილებით განსაზღვრულ პერიოდში, მოცემული უწყების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა.

18-იდან 27 წლამდე ასაკის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებებში (შემდგომში − მუნიციპალური/რაიონული განყოფილება), რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დაწყებამდე განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

“წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან სავარაუდოდ თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაციასა და კონტროლს განახორციელებს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი