სამშაბათი, აპრილი 21, 2026
Google search engine
მთავარისაკითხავი ისტორიებიმიწისქვეშა 1300-მეტრიანი გვირაბი თბილისში, რომელიც ატომურ დარტყმას უძლებს

მიწისქვეშა 1300-მეტრიანი გვირაბი თბილისში, რომელიც ატომურ დარტყმას უძლებს

გთავაზობთ სტატიას “კვირის პალიტრის” არქივიდან(2020 წლის მარტი), რომელსაც აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს.

თბილისში მიწისქვეშა გვირაბების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას დღესაც გრიფი “საიდუმლო” ადევს. მათი აგება გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. მშენებლობა 4 წელიწადს გაგრძელდა და ასობით გერმანელი ტყვე მონაწილეობდა. სხვადასხვა დროს მაღალჩინოსნები სწორედ ამ გვირაბებიდან უკავშირდებოდნენ კრემლს, აქ ინახებოდა საიდუმლო მასალებიც… ერთი გვირაბის სიგრძე 1300 მეტრია და ისე მყარად ნაშენია, რომ ატომურ დარტყმასაც გაუძლებს. დღეს ის მივიწყებულია, თუმცა არსებობენ დიგერები (“დიგერი” ინგლისური სიტყვაა და მთხრელს ნიშნავს), რომლებიც მიწისქვეშა ქალაქს იკვლევენ.

თბილისის მთავარი ქუჩების ქვეშ პატარა ქალაქია სავენტილაციო შახტებითა და გვირაბებით, რომლებიც საგანგებო ვითარებაში თავშესაფრისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა არის თავშესაფრები, რომლებიც გასაიდუმლოებულია და შესვლა აკრძალულია. ინფორმაცია ამ თავშესაფრების შესახებ არ მოიპოვება…

ალექსი (გვარს არ ასახელებს) ათი წელია დიგერია. ამბობს, რომ თბილისში 500-ზე მეტი მიწისქვეშა თავშესაფარია და მათი დიდი ნაწილი გაძარცულია. მოპარულია ჰერმეტული კარიც, რომელიც 20 ტონას იწონიდა.

ავიღე ზურგჩანთა, ფარანი და ალექსისთან ერთად გავეშურე მიტოვებული ობიექტისკენ.

სიბნელეში შევდივართ, სიცივე უფრო და უფრო მატულობს. მე და ალექსი გზას კიბით ქვემოთ მივუყვებით. დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე ჩავდივართ და გვხვდება შესასვლელი, სადაც ერთ დროს ჰერმეტული კარი იყო, დღეს კი მოპარულია. ალექსი გამოცდილი დიგერია და არ ნერვიულობს, მე კი უცნაური განცდა მეუფლება, ალბათ, შიში, მაგრამ რისი მეშინია, ვერ ვხვდები. გვირაბში პირველი ალექსი შედის, მეც უკან მივყვები. გვირაბი თანდათან ვიწროვდება და სიცივეც მატულობს. ალექსი მცირე ინფორმაციას მაწვდის თავშესაფარზე, რომელიც 200 კაცზე იყო გათვლილი. მას 2 შესასვლელი აქვს. ერთი დღეს დაკეტილია. ბუნკერში შემორჩენილია სავენტილაციო მილები, წყლის რეზერვუარები, ჰაერის ფილტრები, წყლის მილები და ორი დიზელ-გენერატორი. ობიექტი მშრალია და ნიავდება, რის გამოც მისი ფუნქციის აღდგენა მარტივია.

დერეფანი გავიარეთ და მთავარ დარბაზში მოვხვდით. აქ რამდენიმე გვირაბია, რომლებსაც მოსასვენებელ ოთახებში შევყავართ. სულ ოცამდე ოთახია – სველი წერტილებითა და საშხაპეებით. არცთუ ისე პატარა ოთახებში შემორჩენილია ორსართულიანი საწოლები, ე.წ. შპონკები. ოთახები კარგად ნიავდება. მოსასვენებელი ოთახების ნახვის შემდეგ სასადილო და პროდუქტების შემნახველი სათავსი დავათვალიერეთ… ჩემი ყურადღება ოთახებში მიმოფანტულმა აირწინაღებმა მიიქცია. ავარიული გასასვლელი გვირაბის ბოლოში კიბით სავენტილაციო შახტს უკავშირდება და პირდაპირ იმ შენობაში გადის, რომელიც გვირაბის თავზეა დაშენებული.

READ  როგორი კულტურული ვითარება იყო დავით აღმაშენებლის მეფობაში და როგორ დააარსა მან ქალაქი გორი

ალექსი: – მიწისქვეშა ობიექტებზე ბევრი ვერსია არსებობს. მაგალითად, “მეტრო 2” თბილისში (სამთავრობო მეტრო, რომელსაც ქალაქგარეთ უნდა გაეყვანა მთავრობის წევრები, გვირაბები, რომლებსაც ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე პარლამენტის შენობის გავლით მივყავართ). ამ საიდუმლოებით მოცულმა ობიექტებმა დამაინტერესა. საოცარი გრძნობაა, როდესაც ისეთ ადგილას ჩადიხარ, სადაც შეიძლება ჩარჩე, სადმე ჩავარდე, რამე დაგეცეს… საინტერესოა, როგორ იყო სამოქალაქო თავდაცვა საბჭოთა დროს. ამის გასაგებად საუკეთესო ობიექტებია საქართველოში. დროთა განმავლობაში ეს ობიექტები აუცილებლად განადგურდება, ამიტომ გვინდა ისტორიას დავუტოვოთ მათ შესახებ ინფორმაცია. მოგეხსენებათ, საქართველოს არქივის დიდი ნაწილი განადგურებულია და ჩვენ ვცდილობთ მცირე წვლილი შევიტანოთ მის გადარჩენაში. ყველაზე პატარა თავშესაფრად 50-კაციანი ბუნკერი ითვლება, ხოლო ყველაზე დიდ ოთახში დაახლოებით 1 500 კაცი ეტეოდა. თავშესაფრის მაქსიმალური სიღრმე 30 მეტრია, მინიმალური – 2.

– ამ გვირაბების ტურისტული თვალსაზრისით გამოყენება თუ არის შესაძლებელი?

– ცოტა რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დიდი დრო გავიდა. 90-იან წლებში ეს ობიექტები გაიძარცვა. ფილტრაციის სისტემების გაუმართაობამ სინესტის დონე გაზარდა და ობიექტის კონსტრუქცია დააზიანა. პირვანდელი სახით ალბათ, რთული იქნება ყველაფრის აღდგენა, ბუტაფორიული ინვენტარით კი შესაძლებელია. იხილეთ სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.