იცით, რატომ უთმობენ ჩინელი ქალები ქმრებს ადგილს საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

იცით, რატომ უთმობენ ჩინელი ქალები ქმრებს ადგილს საზოგადოებრივ ტრანსპორტში? | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
ცოლი და ქმარი ავტობუსში

ჩინური კულტურა და ჩინელი ხალხის ცხოვრების წესი რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება მთელი მსოფლიოსგან ცნობილი ფაქტია.

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ბერძენიშვილი, რომელიც ჩინურ ენას ასწავლის და ტურიზმის მიმართულებით მუშაობს ჩინელი ხალხის ერთ უცნაურ ჩვევაზე საუბრობს.

მისი თქმით, ჩინეთში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც ჩინელი ქალები საკუთარ ქმრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილს უთმობენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ეს შეკითხვა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მაწუხებდა. როდესაც ჩინეთში ახალი ჩასული ვიყავი ხშირად იყო ხოლმე შემთხვევები როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავდგებოდი და ადგილს ასაკოვან ქალბატონს ვუთმობდი ხოლმე. თუკი ეს ქალბატონი მეუღლესთან ერთად იყო აუცილებლად მეუღლეს დასვამდა, თვითონ კი ფეხზე დგომას აგრძელებდა ხოლმე.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ამ უცნაურ ქცევაზე პასუხი არ მქონდა. ცოტა ხნის წინ კი ჩემმა ერთმა ნაცნობმა განმიმარტა ამ ჩვევის რეალური მიზეზი. როგორც მან ამიხსნა, ჩინელი კაცების უმეტესობა დილით 5-6 საათზე იღვიძებს. ის წავა ბაზარში, ივაჭრებს და სახლში პროდუქტებს მოიტანს. შემდეგ ამ ყველაფერს დაახარისხებს და სახლს მიხედავს.

8-ზე კი, როდესაც მთელი ოჯახი იღვიძებს მამაკაცს საუზმე უკვე მზად აქვს. შემდეგ მიხედავს სახლს და როდესაც გარეთ გამოდის სახლიდან, უკვე გადაღლილია. მიტომ ცოლი მას ტრანსპორტში ადგილს უთმობს, რადგან გადაღლილი კაცი ვერ შეძლებს სახლში დაბრუნებულმა კიდევ საქმეები გააკეთოს.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). იცით, რატომ უთმობენ ჩინელი ქალები ქმრებს ადგილს საზოგადოებრივ ტრანსპორტში?. 14 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/იცით-რატომ-უთმობენ-ჩინელ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. იცით, რატომ უთმობენ ჩინელი ქალები ქმრებს ადგილს საზოგადოებრივ ტრანსპორტში? [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a/
sheniganatleba.ge
READ  „არ ვიცოდი ის ახლგაზრდა ქალი,მტკვრის სანაპიროზე გარდაცვლილი რომ იპოვეს შენ თუ იყავი“ - მაკა რაზმაძე ბაბეტაზე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network