ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
spot_img
მთავარიგანათლება5 წიგნი, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს

5 წიგნი, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს

წიგ­ნე­ბის ძალა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ისი­ნი გვაძ­ლე­ვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ვი­ნა­ხოთ სამ­ყა­რო სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან, გა­ვი­გოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი და შევ­ხე­დოთ ნაც­ნობ ნივ­თებს ახა­ლი კუ­თხით. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რო­მე­ლი წიგ­ნი შეც­ვლის სამ­ყა­როს. მაგ­რამ ყვე­ლა წიგნს აქვს შან­სი შე­ე­ხოს ადა­მი­ა­ნის სულს და და­ი­წყოს ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია ცვლი­ლე­ბა­ზე. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წა­ი­კი­თხოთ, გა­უ­ზი­ა­როთ თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი სხვებს და ამით სამ­ყა­რო ცო­ტა­თი უკე­თე­სი გა­ხა­დოთ.

„მხევ­ლის წიგ­ნი“ კა­ნა­დე­ლი მწერ­ლის, მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, Netflix-მა ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლი გა­და­ი­ღო. წიგნ­ში, ავ­ტო­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მებს აყე­ნებს – რე­ლი­გი­უ­რი ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი, ფე­მი­ნიზ­მი, კონ­სუ­მე­რიზ­მი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა 1980-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან, რა­მაც რო­მა­ნი თით­ქმის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი გა­ხა­და. „მხევ­ლის წიგნ­მა“ მარ­გა­რეტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. ნა­წარ­მო­ებ­ში მოქ­მე­დე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში, ახალ ინ­გლის­ში, პატ­რი­არ­ქა­ლურ, ტო­ტა­ლი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, გი­ლე­ა­დის რეს­პუბ­ლი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. წიგ­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი გახ­ლავთ ქალი, სა­ხე­ლად ფრე­დი­სა, რო­მე­ლიც მხე­ვალ­თა კას­ტას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­თაც მა­მა­კა­ცე­ბის­თვის – გი­ლე­ა­დის მმარ­თვე­ლი კლა­სის­თვის – ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნა ევა­ლე­ბათ. მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი – ჯუ­ნია. ფრე­დი­სა მას გი­ლე­ად­ში და­არ­ქვეს, სა­ხე­ლი ფრე­დი­სა ნიშ­ნავს იმ მა­მა­კა­ცის (ფრე­დის) კუთ­ვნი­ლე­ბას, ვი­საც მან შვი­ლი უნდა გა­უ­ჩი­ნოს.

„ანე ფრან­კის დღი­უ­რი“ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, 15 წლის ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნას მიერ და­წე­რი­ლი მე­მუ­ა­რე­ბია, რო­მე­ლიც ამ­სტერ­დამ­ში ნა­ცის­ტებს ემა­ლე­ბო­და. მისი დღი­უ­რი იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ში­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და ჰო­ლო­კოს­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როდ იქცა და მრა­ვალ ენა­ზე, მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, მრა­ვალ­ჯერ გა­მო­ი­ცა წიგ­ნად. დღი­ურ­ში ანეს წე­რი­ლე­ბი ასა­ხავს გო­გო­ნას ბრძო­ლას სა­ი­დუმ­ლო ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან და ნა­თე­ლი მო­მავ­ლის იმე­დებ­თან . 1947 წელს, ანეს მა­მამ, ოტო ფრან­კმა პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა დღი­უ­რი და მას შემ­დეგ, იგი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რი გახ­და. ანე ფრან­კის დღი­ურს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორც ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც ამ­ხელს ჰო­ლო­კოს­ტის სა­ში­ნელ რე­ა­ლო­ბას. ეს არის არა მხო­ლოდ ანე ფრან­კის პი­რა­დი ის­ტო­რია, არა­მედ ნა­ციზ­მის ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო მსხვერ­პლის ხმა. ის გვახ­სე­ნებს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. დღი­უ­რი ასე­ვე დიდ როლს თა­მა­შობს ახა­ლი თა­ო­ბე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­სა და აღ­ზრდა­ში, ეხ­მა­რე­ბა მათ ომი­სა და რა­სიზ­მის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა­ში/ დღი­უ­რის კი­თხვით ადა­მი­ა­ნე­ბი იძე­ნენ თა­ნაგ­რძნო­ბას და აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, თუ რამ­დე­ნად ძლი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნის სული ყვე­ლა­ზე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში.

ფრენკ ჰერ­ბერ­ტის “დი­უ­ნი” არ არის მხო­ლოდ სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კუ­რი რო­მა­ნი, ის ნამ­დვი­ლი ფე­ნო­მე­ნია. პოლ ატ­რე­ი­დის ეპი­კუ­რი ის­ტო­რია, მისი ბედი და ბრძო­ლა არრა­კი­სის უდაბ­ნოს ქვი­შა­ზე 50 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იპყრობს მკი­თხვე­ლის გუ­ლებს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. “დი­უ­ნის” და­სა­წე­რად ჰერ­ბერტს 6 წელი დას­ჭირ­და. მან გულ­დას­მით გა­ი­აზ­რა თა­ვი­სი სამ­ყა­როს ყვე­ლა დე­ტა­ლი, შექ­მნა მდი­და­რი და მრა­ვალ­მხრი­ვი ამ­ბა­ვი.

“დი­უ­ნი” ფრენკ ჰერ­ბერ­ტის მრა­ვალ­წლი­ა­ნი შრო­მი­სა და ღრმა ფიქ­რის შე­დე­გია. ეს არ არის უბ­რა­ლოდ ფან­ტას­ტი­კუ­რი ის­ტო­რია, არა­მედ ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­ი­ძუ­ლებს იფიქ­რო კა­ცობ­რი­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მებ­ზე.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი