ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებასკოლებთან არსებული სპორტული მოედნების მოწყობისა და მართვის უფლება ინვესტორებს ექნებათ – პრემიერ-მინისტრი...

სკოლებთან არსებული სპორტული მოედნების მოწყობისა და მართვის უფლება ინვესტორებს ექნებათ – პრემიერ-მინისტრი დეტალებზე

„ჩვენ ვაინიცირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალურ პროგრამას, რომლის მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 3 ივნისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ეს შეეხება, როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს.

„არაერთი ობიექტია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლებს აქვთ, მაგალითად სპორტული მოედნები, მათ შორის, 100-მეტრიანი სტანდარტული მოედნები, რომლებიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მარტო თბილისში არის 20 ასეთი სასკოლო სტადიონი, რომელთაც სჭირდებათ რეაბილიტაცია. გვინდა, ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ. შესაბამისად, ვაანონსებთ ახალ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ასევე ბავშვთა სპორტის განვითარებას. ეს შეეხება, როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს.

პროგრამის არსია, რომ ინვესტიციის სანაცვლოდ, ანუ თუ თავის თავზე აიღებს ინვესტორი შესაბამისი სივრცის, მიწის ნაკვეთის რეაბილიტაციას და სპორტული ინფრასტუქტურის, სპორტული მოედნების მოწყობას, მათ 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ იჯარით შესაბამის მიწის ნაკვეთებს. 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან იჯარის სიმბოლურ საფასურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში – იჯარას საბაზრო ღირებულების შესაბამისად. რეალურად, 10 წელი ვათავისუფლებთ გადასახადისგან სწორედ ინვესტიციის სანაცვლოდ. ამ ყველაფერში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელსაც ექნება წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტი და შესაბამისი საბანკო გარანტია“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება სასკოლო სივრცეს, სასწავლო პერიოდში, სკოლა, ბუნებრივია, ისარგებლებს საზღაურის გარეშე შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ინვესტორი ვალდებული იქნება, რომ სკოლას სასწავლო პერიოდში ინფრასტრუქტურა უფასოდ დაუთმოს.

„მოთხოვნა ძალიან დიდია ბავშვებში, განსაკუთრებით ფეხბურთის კუთხით არის ძალიან დიდი ინტერესი და მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას. ჩვენ ვხარჯავთ სახელმწიფო რესურსებს ასეთი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ინვესტორები წავახალისოთ, რომ თავად დახარჯონ საკუთარი რესურსები და ამით შეგვიძლია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინფრასტუქტურის განვითარებას, ბავშვთა სპორტის წახალისებას არამარტო ფეხბურთის სფეროში, რაგბი, სხვა მიმართულებითაც შეიძლება დაიტვირთოს ეს სივრცეები. ვფიქრობ, ეს იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი პროგრამა, რომელიც კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. უახლოეს დღეებში დაანონსდება ეს პროგრამა და ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს შეეძლება მასში მონაწილეობა. ჩვენ შეგვიძლია, საქართველო ვაქციოთ ახალ ხორვატიად სპორტის კუთხით, პატარა ქვეყანა უმაღლესი სპორტული მიღწევებით. გვაქვს შესაბამისი ტალანტი და ვფიქრობ, რომ ამის მაქსიმალურად გამოყენება აუცილებელია. ეს მასობრივი პროგრამა, რომელსაც გთავაზობთ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.